პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროკავშირმა ესტონეთის თხოვნით რუსული კომპანია სანქციების სიიდან ამოიღო

რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ესტონეთის თხოვნით ევროკავშირმა სანქციების სიიდან ამოიღო რუსული კომპანია, რომელიც ესტონურ კომპანია Silmet-ს იშვიათ ლითონებს აწვდის.

ევროკავშირმა ესტონეთის თხოვნით რუსული კომპანია სანქციების სიიდან ამოიღო
იმედინიუსი

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ევროკავშირის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი სიიდან, რომელშიც 743 ფიზიკური და 826 იურიდიული პირია შეყვანილი, ესტონეთის მოთხოვნით ამოიღეს რუსული კომპანია, რომელიც ესტონურ კომპანია Silmet-ს იშვიათ ლითონებს აწვდის.

„ესტონეთის მოთხოვნით, თავდაპირველი წინადადებიდან ერთი კომპანია და ერთი პირი ამოიღეს. საქმე ეხება რუსულ კომპანიას, რომელიც იშვიათ ლითონებს აწვდის ესტონურ კომპანია Silmet-ს. Silmet ამ მასალას ევროკავშირში, მ

ათ შორის ქარის ტურბინებისთვის საჭირო პროდუქციის წარმოებაში იყენებს. ახლა კომპანია იშვიათი ლითონების ალტერნატიული მომწოდებლების მოძიებას ცდილობს“, - დაწერა იოზვიაკმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა გუშინ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი შეათანხმეს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეს გადაწყვეტილება 12 ოქტომბრის სხდომაზე ოფიციალურად უნდა დაამტკიცონ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოევროკავშირმა ესტონეთის თხოვნით რუსული კომპანია სანქციების სიიდან ამოიღო
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროკავშირის სანქციათა სიიდან გაქრა ოთხი რუსული კომპანიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები