პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროკავშირმა ესტონეთის თხოვნით რუსული კომპანია სანქციების სიიდან ამოიღო

ევროკავშირმა ესტონეთის თხოვნით რუსული კომპანია სანქციების სიიდან ამოიღო. აღნიშნული კომპანია ესტონურ კომპანია Silmet-ს იშვიათ ლითონებს აწვდის, რომლებსაც ქარის ტურბინებისა და სხვა პროდუქციის წარმოებისთვის იყენებენ.

ევროკავშირმა ესტონეთის თხოვნით რუსული კომპანია სანქციების სიიდან ამოიღო
რუსთავი 2

"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტის რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი სიიდან, რომელშიც 743 ფიზიკური და 826 იურიდიული პირია შეყვანილი, ესტონეთის მოთხოვნით ამოიღეს რუსული კომპანია, რომელიც ესტონურ კომპანია Silmet-ს იშვიათ ლითონებს აწვდის.

როგორც რიკარდ იოზვიაკი X-ზე წერს, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ მომზადებული პროექტი თავდაპირველად სანქციების დაწესებას 744 ფიზიკური და 827 იურიდიული პირის წინააღმდეგ ითვალისწინებდა. თუმცა ევროკავშირის ელჩების მიერ 7 ოქტომბერს შეთანხმებულ ვერსიაში სია ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირით შემცირდა. ჟურნალისტის ინფორმაციით, ეს ცვლილებები ესტონეთის მოთხოვნით განხორციელდა.

"საქმე ეხება რუსულ კომპანიას, რომელიც იშვიათ ლითონებს ესტონურ კომპანია Silmet-ს აწვდის. ეს ნედლეული, მათ შორის, ქარის ტურბინებისა და ევროკავშირში სხვა პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო მასალების დასამზადებლად მუშავდება. კომპანია მიწოდების ალტერნატიულ წყაროებს ეძებს," - წერს იოზვიაკი.

როგორც ცნობილია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა 7 ოქტომბერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ორი ახალი პაკეტი შეათანხმეს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეს გადაწყვეტილება 12 ოქტომბრის სხდომაზე ოფიციალურად უნდა დაამტკიცონ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოევროკავშირმა ესტონეთის თხოვნით რუსული კომპანია სანქციების სიიდან ამოიღო
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროკავშირის სანქციათა სიიდან გაქრა ოთხი რუსული კომპანიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები