ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბელარუსმა 25 პატიმარი გაათავისუფლა აშშ-ის მიერ სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ

ბელარუსის ხელისუფლებამ აშშ-ის ძალისხმევისა და სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ 25 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა. აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, ორმა კომპანიამ სანქციები მოიხსნა, ხოლო გათავისუფლებულები ლიეტუვამ მიიღო. ლუკაშენკამ კვლავ უარყო ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნა.

ბელარუსმა 25 პატიმარი გაათავისუფლა აშშ-ის მიერ სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ
ბელარუსმა 25 პატიმარი გაათავისუფლა აშშ-ის მიერ სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდრადიო თავისუფლება

ბელარუსის ხელისუფლებამ კიდევ 25 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა აშშ-ის ძალისხმევის შედეგად. მათი გათავისუფლების შესახებ აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კოულმა 16 სექტემბერს გამოაცხადა მინსკში გამართული მოლაპარაკების შემდეგ. წინა დღეს კოული ბელარუსის ავტორიტარ მმართველ ლუკაშენკას შეხვდა.

კოულმა ამ ნაბიჯისთვის მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ლუკაშენკას და მხარდაჭერისთვის - ლიეტუვას. ბელარუსის საპატიმროებიდან გათავისუფლებულები ლიეტუვამ მიიღო.

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის თანახმად, გააგრძელებენ აშშ-ბელარუსის ურთიერთობების გაუმჯობესებას და კვლავაც მუშაობენ უახლოეს ხანში მეტი ადამიანის გასათავისუფლებლად.

25 პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ შეერთებულმა შტატებმა სანქციები მოუხსნა ბელარუსის ორ კომპანიას, „ლაკოკრასკას“ და „ბელლესბუმპრომს“.

15 სექტემბერს კოულთან შეხვედრისას ლუკაშენკამ ისევ განაცხადა, რომ ბელარუსში პოლიტიკური ნიშნით არავის დევნიან.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, 16 სექტემბრის მდგომარეობით, უფლებადამცველების მიერ პოლიტპატიმრადაა აღიარებული 912 ადამიანი.

ბოლო ორი წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა ბელარუსისთვის, მისი ხელისუფლების არადემოკრატიული და ადამიანის უფლებების შემლახველი ქმედებებისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ მიაღწია 650-მდე პატიმრის გათავისუფლებას.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპმა კოული წარადგინა მძევალთა საკითხებში წარმომადგენლის პოსტზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები