საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 9 ოქტომბერს უწმინდესი და უნეტარესი შიო III წირვას თბილისში, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში აღავლენს.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ 9 ოქტომბერს უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე წირვას, თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის (ვერაზე მდებარე) ტაძარში აღავლენს.
„ამა წლის 9 ოქტომბერს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის (ვერაზე მდებარე) ტაძარში. ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ციტატები სტატიიდან
„ამა წლის 9 ოქტომბერს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის (ვერაზე მდებარე) ტაძარში. ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…