ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თეა ახვლედიანმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებზე ბაქოს დიალოგის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებს ეძღვნებოდა.

თეა ახვლედიანმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებზე ბაქოს დიალოგის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
თეა ახვლედიანმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებზე ბაქოს დიალოგის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობაპირველი არხი

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა მონაწილეობა მიიღო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებზე ბაქოს დიალოგის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „ნდობის განმტკიცება და ეფექტიანი მექანიზმებისა და გადაწყვეტილებების შემუშავება უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად“, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გახსნით სესიაზე კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ბედისა და ადგილსამყოფელის დადგენის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობისა და დანერგილ საუკეთესო პრაქტიკაზე ინფორმაციის გაცვლის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევასა და სამომავლო ხედვებზე. თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ მკაფიოდ ჰუმანიტარული პროგრამის ფარგლებში ყოველი გაუჩინარებულად მიჩნეული პირის მოძიება და იდენტიფიცირება, პროცესის თითოეული მონაწილის და საზოგადოდ ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმების ერთობლივ ძალისხმევას ემყარება, რომელიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მიმდინარეობს.

„ბაქოს საერთაშორისო კონფერენციაზე დღეს მოგვეცა შესაძლებლობა, წარმოგვეჩინა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ძალისხმევა, რაც ემსახურება, შეძლებისდაგვარად მეტი პირის მოძიებას და ოჯახებისთვის დაბრუნებას, განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა. ამასთან, დაგროვილ გამოცდილებასა და უკვე მიღწეულ შედეგებთან ერთად, ჩვენ წარმოვადგინეთ არსებული გამოწვევების დაძლევის სამომავლო ხედვა, რაც დიდწილად უკავშირდება როგორც მოძიებისა და ექსპერტიზის კუთხით მოქმედი მექანიზმების შემდგომ განვითარებას, ასევე ურთიერთნდობისა და ჰუმანიტარული პრინციპების მიმართ პატივისცემაზე დამყარებული თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

სახელმწიფო მინისტრი ბაქოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ომის პატიმრების, ტყვეებისა და უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის, ალი ნაღიევის მიწვევით იმყოფებოდა. კონფერენციის მიზანია უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების მიმართულებით საერთაშორისო ძალისხმევის შემდგომი გაძლიერება, რაც საკითხის სხვადასხვა ასპექტით განხილვას, ინფორმაციის გაცვლასა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას ითვალისწინებს.

კონფერენცია აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისა და შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლებს, საერთაშორისოდ აღიარებულ ექსპერტებს, ჰუმანიტარული ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოებრივი და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბაქოს საერთაშორისო კონფერენციაზე დღეს მოგვეცა შესაძლებლობა, წარმოგვეჩინა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ძალისხმევა, რაც ემსახურება, შეძლებისდაგვარად მეტი პირის მოძიებას და ოჯახებისთვის დაბრუნებას, განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა. ამასთან, დაგროვილ გამოცდილებასა და უკვე მიღწეულ შედეგებთან ერთად, ჩვენ წარმოვადგინეთ არსებული გამოწვევების დაძლევის სამომავლო ხედვა, რაც დიდწილად უკავშირდება როგორც მოძიებისა და ექსპერტიზის კუთხით მოქმედი მექანიზმების შემდგომ განვითარებას, ასევე ურთიერთნდობისა და ჰუმანიტარული პრინციპების მიმართ პატივისცემაზე დამყარებული თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას“
თეა ახვლედიანი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თეა ახვლედიანი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ევროპისა და ცენტრალური აზიის ოპერაციების კოორდინატორს შეხვედაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები