ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელ კრისტოფ შპეტისთან შეხვედრა გამართა

თეა ახვლედიანი სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელ კრისტოფ შპეტის შეხვდა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, ჟენევის მოლაპარაკებებისა და ერგნეთის მექანიზმის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელ კრისტოფ შპეტისთან შეხვედრა გამართა
თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელ კრისტოფ შპეტისთან შეხვედრა გამართაპირველი არხი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელთან, კრისტოფ შპეტისთან შეხვედრა გამართა.

თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთო-ს როლისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობის გზით, და მადლიერება გამოხატა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა აღნიშნეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, ასევე, ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მნიშვნელობა.

სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესი და კოლეგას სამომავლო ხედვები გაუზიარა, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელთან კრისტოფ შპეტისთან შეხვედრა გამართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები