“107 880 ლარი მხოლოდ ერთ წელში სახლის რემონტში აქვთ დახარჯული, 173 770 ლარი მიიღო გასესხებული თანხების დაბრუნების შედეგად” – სალომე სიმონია
სამოქალაქო აქტივისტმა სალომე სიმონიამ მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულის, ლევან ზაუტაშვილის ქონებრივი დეტალები და ხარჯები გაასაჯაროვა. ამავდროულად, გავრცელდა ინფორმაცია რეგიონში ავარიული ხიდისა და ინციდენტის შესახებ, რასაც მარიამ უძილაურის კრიტიკული შეფასება მოჰყვა.

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
● 107 880 ლარი მხოლოდ ერთ წელში სახლის რემონტში აქვთ დახარჯული
● მისი მეუღლე, ფლობს 720 კვ.მ საცხოვრებელ სახლს წყნეთში
● ორ ბინას თბილისში – ჭავჭავაძეზე და ზალდასტანიშვილების ქუჩაზე
● ერთ ბინას ქობულეთში (491 კვ.მ)
● თავად ლევან ზაუტაშვილი კი, 2017 წელს 43 350 დოლარად ნაყიდ ბინას ფლობს, ვაჟა-ფშაველას გამზირზე.
● ჩუქებით მიიღო მაღალი გამავლობის Lexus rs400h
● მისი მეუღლე ფლობს 20 000 $-ის ღირებულების JAGUAR E-PACE
● 2024-ში სამეწარმეო საქმიანობიდან 70 000 ლარი მიიღო. შარშან – 26 000 ₾
● 173 770 ლარი ზაუტაშვილმა მიიღო გასესხებული თანხების დაბრუნების შედეგად. (2024 წელს)
● 2024 წელს მან შვილისგან და მეგობრისგან ჩუქების სახით 27 700 ლარი მიიღო. 2025 წელს – 40 600 ლარი
—————————————————————
2026 წლის აგვისტოს თვეში, კობახიძემ მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულის პოზიციაზე ლევან ზაუტაშვილი დანიშნა.
ის მანამდეც, 2013-2017 წლებში ამავე მხარის გუბერნატორი გახლდათ.
შემდეგ, რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
ამ ხიდის რეაბილიტაციას უკვე წლებია ითხოვენ მის რეგიონში მაცხოვრებლები. დღეს ადამიანი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს – მანქანით ასე ჩავარდა მდინარეში.
სამაგიეროდ, ყველა, ისედაც მდიდარ ჩინოვნიკს, წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო ეზრდება ხელფასი.
“რამდენი ადამიანი უნდა ჩავარდეს ამ მდინარეში, რამდენი სიცოცხლე უნდა დადგეს საფრთხის წინაშე?”– მარიამ უძილაური
ციტატები სტატიიდან
„რამდენი ადამიანი უნდა ჩავარდეს ამ მდინარეში, რამდენი სიცოცხლე უნდა დადგეს საფრთხის წინაშე?“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.