პოლონეთში მოზარდმა პროფესიულ სასწავლებელში თავდასხმა მოაწყო, დაჭრილია 8 ადამიანი
პოლონეთში, პროფესიულ სასწავლებელში მომხდარი თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. თავდამსხმელი, რომელიც ამავე სასწავლებლის სტუდენტია, პოლიციამ დააკავა.

როგორც პოლონური ტელეკომპანია TVN იტყობინება, თავდამსხმელი ამავე სასწავლებლის სტუდენტი იყო. მანაც მიიღო დაზიანებები ან, შესაძლოა, თავი დაიზიანა, თუმცა თავდასხმის შემდეგ გაქცევა შეძლო. პოლიციამ იგი უკვე ქალაქში დააკავა.
დაზარალებულებს შორის არის ოთხი სტუდენტი, ორი პედაგოგი და ორი შემთხვევითი გამვლელი (მამა-შვილი). ყველა დაჭრილი საავადმყოფოებშია გადაყვანილი, ორი მათგანი, ექიმების თანახმად, მძიმე მდგომარეობაში არიან.
ქმედების მოტივები ჯერჯერობით უცნობია. თავად ეჭვმიტანილი ბადრაგის მეთვალყურეობით საავადმყოფოში იმყოფება. სასწავლო კორპუსიდან, სადაც თავდასხმა მოხდა, ევაკუაცია განხორციელდა და იგი დაიკეტა.
ოსტროლენკა მაზოვიეცკის სავოევოდოში მდებარეობს, რომლის ცენტრიც ვარშავაა. ქალაქში 50 ათასზე ოდნავ მეტი მცხოვრებია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ინტერპრესნიუსიპოლონეთში, პროფესიული სასწავლებლის კომპლექსში დანით შეიარაღებულმა ახალგაზრდამ თავდასხმა განხორციელდა - დაშავდა სულ მცირე 9 ადამიანი
- ინტერპრესნიუსიპოლონეთში, პროფესიული სასწავლებლის კომპლექსში დანით შეიარაღებულმა ახალგაზრდამ თავდასხმა განახორციელა - დაშავდა სულ მცირე 9 ადამიანი
- იმედინიუსიReuters: პოლონეთის ერთ-ერთ სკოლაში თავდამსხმელმა დანით შვიდი ადამიანი დაჭრა
- ფორმულაპოლონეთში კოლეჯის სტუდენტმა 8 ადამიანი დაჭრა — თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…