ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

პოლონეთის ერთ-ერთ მონასტერში დანით შეიარაღებულმა პირმა მღვდელი მოკლა

პოლონეთის ქალაქ იაროსლავში, ბენედიქტელი დების მონასტერში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც ერთი მღვდელი მოკლა და ხუთი ადამიანი დაჭრა. სამართალდამცველებმა 31 წლის უკრაინის მოქალაქე დააკავეს, მიმდინარეობს გამოძიება.

პოლონეთის ერთ-ერთ მონასტერში დანით შეიარაღებულმა პირმა მღვდელი მოკლა
პოლონეთის ერთ-ერთ მონასტერში დანით შეიარაღებულმა პირმა მღვდელი მოკლატაბულა

პოლონეთში, ქალაქ იაროსლავში, ბენედიქტელი დების მონასტერში, დანით შეიარაღებულმა პირმა 1 მღვდელი მოკლა, 5 ადამიანი კი - დაჭრა, მათ შორის, 3 სასულიერო პირი. მომხდარ ფაქტზე 31 წლის უკრაინის მოქალაქე დააკავეს.

“თავდასხმის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი მღვდელი მოგვიანებით საავადმყოფოში, გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობისგან დაიღუპა, - განუცხადა იაროსლავის პოლიციამ პოლონურ მედია TVN24-ს.

პოლონური რადიოსადგურ Radio ESKA-ს ცნობით, თავდამსხმელი მონასტრის ტერიტორიაზე მაჩეტეთი შეიარაღებული მაშინ შეიჭრა, როდესაც წირვა ტარდებოდა.

იაროსლავის საავადმყოფოს დირექტორის, ლუკაშ იარემას თქმით, მეორე მღვდელს, რომელმაც გულ-მკერდისა და ქვედა კიდურების არეში მრავლობითი ჭრილობა მიიღო, ოპერაცია უტარდება. საავადმყოფოში მკურნალობას გადის კიდევ ერთი დაზარალებულიც, რომელსაც ჭრილობები გულ-მკერდსა და ზურგზე აქვს მიყენებული.

პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარჩინ კიერვინსკიმ მომხდარ თავდასხმას ტრაგიკული უწოდა.

"ხუთ ადამიანზე თავდასხმის შემდეგ, პოლიციამ უკრაინის მოქალაქე დაუყოვნებლივ დააკავა. შესაბამისი სამსახურები ინციდენტის მოტივებსა და გარემოებებს იკვლევენ", - დაწერა მან X-ზე.

იაროსლავის მერმა, მარცინ ნაზარევიჩმა განაცხადა, რომ ქალაქში კრიზისების მართვის რეჟიმი გააქტიურდა.

მისი თქმით, მიმდინარეობს ზომების მიღება მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სკოლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მონასტრის თანამშრომლებს კი განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ხუთ ადამიანზე თავდასხმის შემდეგ, პოლიციამ უკრაინის მოქალაქე დაუყოვნებლივ დააკავა. შესაბამისი სამსახურები ინციდენტის მოტივებსა და გარემოებებს იკვლევენ“
მარჩინ კიერვინსკი
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.