ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პოლონეთში სკოლებზე სავარაუდო თავდასხმების გამო მაზოვიის რეგიონში სწავლა დროებით შეწყდა

პოლონეთში, მაზოვიის რეგიონის სკოლებზე სოციალური ქსელებით გავრცელებული სავარაუდო თავდასხმების საფრთხის გამო, რამდენიმე ქალაქში სწავლა დროებით შეწყდა. პოლიციამ გააძლიერა უსაფრთხოების ზომები და დააკავა რამდენიმეპირი, ვინც სავარაუდოდ ძალადობას აანონსებდა ან ამზადებდა.

პოლონეთში სკოლებზე სავარაუდო თავდასხმების გამო მაზოვიის რეგიონში სწავლა დროებით შეწყდა
პოლონეთში სკოლებზე სავარაუდო თავდასხმების გამო მაზოვიის რეგიონში სწავლა დროებით შეწყდატაბულა

სოციალურ ქსელებში პოლონეთის მაზოვიის რეგიონის სკოლებზე 9 ოქტომბერს დაგეგმილი თავდასხმების სავარაუდო სერიის შესახებ გაფრთხილებები გავრცელდა.

პოლიციის განცხადებით, უწყება ვითარებას აკვირდება და სამართალდამცველებს იმ სკოლებში განათავსებს, რომლებიც, მათი შეფასებით, რისკის ქვეშაა. მაზოვიის რეგიონის რამდენიმე ქალაქში სწავლა დროებით შეწყდა.

8 ოქტომბერს სოციალურ მედიაში სკოლებზე სავარაუდოდ დაგეგმილი თავდასხმების შესახებ ცნობები გავრცელდა. მოსწავლეებსა და მშობლებს შორის ვრცელდება ეკრანის ანაბეჭდები და ჩანაწერები, რომლებიც ე.წ. "სისხლიანი პარასკევის" შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს დღე პარასკევს, 9 ოქტომბერს ემთხვევა.

ცნობები მაზოვიის რეგიონის სკოლებში მომხდარი მძიმე ინციდენტების სერიის შემდეგ გაჩნდა.

7 ოქტომბერს ოსტროლენკის სკოლაში 19 წლის ახალგაზრდა ცხრა ადამიანს დანით თავს დაესხა. მომდევნო დღეს ლეშჩიდულ-ნოვინში 15 წლის ყოფილმა მოსწავლემ სამ ადამიანს მიაყენა დაზიანებები - 37 წლის სკოლის თანამშრომელი მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

პოლონეთის პოლიციამ გაძლიერებული პრევენციული ზომების შესახებ გამოაცხადა. პოლიციის მთავარმა კომენდანტმა მარეკ ბორონმა აღნიშნა, რომ 9 ოქტომბერს ოფიცრები სკოლების მიმდებარედ იქნებიან მობილიზებულები.

"პოლიცია ყველაფერს გააკეთებს ამ სკოლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - განუცხადა ბორონმა პოლონურ მედიას.

პოლიციის უფროსმა მოსწავლეებსა და მშობლებს მოუწოდა, დაგეგმილი ძალადობის შესახებ ნებისმიერი საფუძვლიანი ეჭვის გაჩენისთანავე დაუყოვნებლივ აცნობონ მასწავლებლებს ან სამართალდამცავ ორგანოებს.

პოლონური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც "სისხლიანი პარასკევის" ფარგლებში სკოლებზე თავდასხმის სავარაუდო გეგმებს ეხებოდა. ვიდეოს ავტორმა "პშასნიშში სასაკლაო“ დააანონსა.

პშასნიშის სამართალდამცველებმა საქმე დაუყოვნებლივ გამოიძიეს. მათ პშასნიშის 17 წლის მაცხოვრებელი დააკავეს, რომელიც, სავარაუდოდ, ვიდეოს ავტორია.

ამასთან, შერპცში პოლიციამ დააკავა 17 წლის მოზარდი, რომელმაც განაცხადა, რომ სკოლაში ვინმესთვის ზიანის მიყენებას აპირებდა. მოზარდს ორი დანა აღმოაჩნდა.

ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ვიშკუვის მუნიციპალიტეტის დაწყებით სკოლებში 9 ოქტომბერს გაკვეთილები არ ჩატარებულიყო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 9 ოქტომბერს ჩეხანუვის ყველა საშუალო სკოლა დისტანციურ რეჟიმში იმუშავებს. ფიზიკურ რეჟიმში სწავლა პულტუსკის რაიონის სკოლებშიც შეჩერდა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პოლიცია ყველაფერს გააკეთებს ამ სკოლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პოლონეთში, პროფესიული სასწავლებლის კომპლექსში დანით შეიარაღებულმა ახალგაზრდამ თავდასხმა განახორციელა - დაშავდა სულ მცირე 9 ადამიანიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები