ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

პოლონეთში, პროფესიული სასწავლებლის კომპლექსში დანით შეიარაღებულმა ახალგაზრდამ თავდასხმა განახორციელა - დაშავდა სულ მცირე 9 ადამიანი

პოლონეთში, ოსტროლენკას პროფესიული სასწავლებლის კომპლექსში დანით შეიარაღებულმა ახალგაზრდამ თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც სულ მცირე 9 ადამიანი დაშავდა. თავდამსხმელი, რომელიც სავარაუდოდ ამავე სკოლის მოსწავლეა, სამართალდამცველებმა დააკავეს.

პოლონეთში, პროფესიული სასწავლებლის კომპლექსში დანით შეიარაღებულმა ახალგაზრდამ თავდასხმა განახორციელა - დაშავდა სულ მცირე 9 ადამიანი
პოლონეთში, პროფესიული სასწავლებლის კომპლექსში დანით შეიარაღებულმა ახალგაზრდამ თავდასხმა განახორციელა - დაშავდა სულ მცირე 9 ადამიანიინტერპრესნიუსი

პოლონეთში ოსტროლენკას პროფესიული სასწავლებლის კომპლექსში დანით შეიარაღებულმა ახალგაზრდამ თავდასხმა განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

RMF-ის ცნობით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი დაშავდა, რომელთა შორის მასწავლებელიცაა. 2 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც გამოცემა იუწყება, თავდამსხმელი სავარაუდოდ ამავე სკოლის მოსწავლე, 19 წლის ახალგაზრდაა. ის შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, თუმცა სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.

„ძვირფასო მოქალაქეებო, ვადასტურებ, რომ დღეს ოსტროლენკაში მდებარე №4 პროფესიული სწავლების კომპლექსში სერიოზული ინციდენტი მოხდა, რომლის დროსაც ცივი იარაღი იქნა გამოყენებული. შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები, რომლებიც უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ინციდენტის ყველა გარემოების საფუძვლიანად გარკვევაზე მუშაობენ. მოსწავლეებისა და პერსონალის უსაფრთხოების მიზნით, №4 პროფესიული სასწავლებელი დაიხურა. ამავდროულად, გავეცი განკარგულება, რათა თავიდან იქნას აცილებული უცხო პირების შესვლა ოსტროლენკის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ სხვა სასწავლებლებში. მოვუწოდებ მოსწავლეებს, მშობლებსა და პერსონალს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ სკოლის ადმინისტრაციისა და გადაუდებელი დახმარების სამსახურების მითითებების შესაბამისად“, - განაცხადა ოსტროლენკის მერმა პაველ ნიევიადომსკიმ.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.