ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უკრაინის მომარაგების ჰაბის დასაცავად, შვედეთი პოლონეთში Patriot-ის სისტემას განათავსებს

შვედეთის მთავრობამ განაცხადა, რომ პოლონეთში, ქალაქ ჟეშუვში Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემასა და 100-მდე სამხედროს განათავსებს, რათა დაიცვას NATO-ს ლოგისტიკური ჰაბი, რომლიდანაც უკრაინა მარაგდება.

უკრაინის მომარაგების ჰაბის დასაცავად, შვედეთი პოლონეთში Patriot-ის სისტემას განათავსებს
უკრაინის მომარაგების ჰაბის დასაცავად, შვედეთი პოლონეთში Patriot-ის სისტემას განათავსებსტაბულა

შვედეთის მთავრობის მიერ 6 ოქტომბერს გაკეთებული განცხადების მიხედვით, შვედეთი პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემასა და დაახლოებით 100 სამხედროს განათავსებს, რათა დაიცვას NATO-ს ლოგისტიკური ჰაბი, რომლიდანაც უკრაინა მარაგდება.

შვედეთის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, მისია დეკემბერში დაიწყება, ხოლო Patriot-ის სისტემა NATO-ს ოპერაციის ფარგლებში გაიგზავნება.

შვედური ქვედანაყოფი განთავსდება ჟეშუვში, უკრაინისკენ მიმავალი სამხედრო ტექნიკისა და სამოქალაქო დახმარების უმთავრეს სატრანზიტო პუნქტში.

ქვედანაყოფი NATO-ს საჰაერო სარდლობის დაქვემდებარებაში იმოქმედებს და ალიანსის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ინტეგრირებულ სისტემაში წვლილს შეიტანს.

"შვედეთი უკვე მეორედ მონაწილეობს NATO-ს ოპერაციის მხარდაჭერაში Gripen-ის ტიპის გამანადგურებლებით,რათა დაიცვას ნატოს ლოგისტიკური ჰაბი პოლონეთში. გარდა ამისა, დეკემბრიდან შვედეთი უზრუნველყოფს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის განთავსებასაც", - განაცხადა შვედეთის პრემიერმინისტრმა ულფ კრისტერსონმა.

შვედეთის საჰაერო თავდაცვის პოლკის შემადგენლობა ბლეკინგეს საავიაციო ფრთის მხარდაჭერით, უზრუნველყოფს Patriot-ის სისტემის მართვას.

"როგორც მოკავშირეები, ჩვენ ვიზიარებთ პასუხისმგებლობას NATO-ს ტერიტორიის დაცვასა და თავდაცვაზე. ამავდროულად, უკრაინის მხარდაჭერა შვედეთისთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება", - აღნიშნა შვედეთის არმიის სარდალმა იოჰან პეკარიმ.

შვედეთის Patriot-ის სისტემა განკუთვნილია საფრენი აპარატების, ფრთოსანი რაკეტებისა და კონკრეტული ბალისტიკური სარაკეტო საფრთხეების აღმოსაჩენად და გასანადგურებლად.

ოქტომბრის დასაწყისიდან შვედური Gripen-ის ტიპის გამანადგურებლები პოლონეთის თავზე NATO-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ოპერაციებს შეუერთდნენ. თვითმფრინავების უმეტესობა შვედეთშია ბაზირებული, ხოლო პოლონეთში მცირე წინასწარი ოპერატიული ბაზა მოქმედებს.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია მალმერ სტენერგარდმა განაცხადა, შვედეთის მიზანია სამხედრო და სამოქალაქო დახმარების უკრაინამდე მიღწევის უზრუნველყოფა, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ლოგისტიკური ჰაბის დაცვა.

შვედეთის განცხადება ემთხვევა ვარშავის მიერ პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას, რისთვისაც უკრაინის მახლობლად, ლუბლინის რეგიონში, პოლონეთმა საკუთარი Patriot-ის ბატარეები განათავსა.

პოლონეთის ხელისუფლების განცხადებით, აღმოსავლეთის რეგიონები საზღვრის სიახლოვეს რუსეთის განმეორებითი დარტყმებისა და პოლონეთის საჰაერო სივრცეში რაკეტებისა და დრონების შეჭრის შემთხვევების გამო გაზრდილი რისკების წინაშე დგას.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შვედეთი უკვე მეორედ მონაწილეობს NATO-ს ოპერაციის მხარდაჭერაში Gripen-ის ტიპის გამანადგურებლებით,რათა დაიცვას ნატოს ლოგისტიკური ჰაბი პოლონეთში. გარდა ამისა, დეკემბრიდან შვედეთი უზრუნველყოფს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის განთავსებასაც“
ულფ კრისტერსონი
„როგორც მოკავშირეები, ჩვენ ვიზიარებთ პასუხისმგებლობას NATO-ს ტერიტორიის დაცვასა და თავდაცვაზე. ამავდროულად, უკრაინის მხარდაჭერა შვედეთისთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება“
იოჰან პეკარი
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუსეთ-უკრაინის ომის გამო პოლონეთმა ავიაცია და საჰაერო თავდაცვის სისტემები აამოქმედაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები