ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან ნიკოლეიშვილი: ახლა ყველაზე კარგი დროა საქართველოს ნეიტრალიტეტისთვის. ეს მნიშვნელოვნად წაადგება არა მხოლოდ საქართველოს განვითარებას, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას

ნეიტრალური საქართველო

პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე საქართველოსთვის ნეიტრალიტეტის გამოცხადება აუცილებელია ქვეყნის განვითარებისა და რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

ლევან ნიკოლეიშვილი: ახლა ყველაზე კარგი დროა საქართველოს ნეიტრალიტეტისთვის. ეს მნიშვნელოვნად წაადგება არა მხოლოდ საქართველოს განვითარებას, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას
ლევან ნიკოლეიშვილი: ახლა ყველაზე კარგი დროა საქართველოს ნეიტრალიტეტისთვის. ეს მნიშვნელოვნად წაადგება არა მხოლოდ საქართველოს განვითარებას, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობასიმედინიუსი

პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ლევან ნიკოლეიშვილმა, „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე საქართველოსთვის ნეიტრალიტეტის გამოცხადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მანვე აღნიშნა, რომ ნეიტრალიტეტი ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ქვეყნის სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას, არამედ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.

„დღეს რასაც ვხედავთ მსოფლიოში, რა მოვლენებიც მიმდინარეობს, თუ როგორ არის დაძაბულობა და ვითარდება ომის კერები, ძალიან მარტივად შეიძლება გამოვიცნოთ, თუ რა შეიძლება იყოს გამოსავალი იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა სტაბილურად და მშვიდობიანად განვითარდეს და უფრო მეტი პერსპექტივა ჰქონდეს, რომ, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, ეკონომიკური იქნება თუ სხვა ენერგეტიკული სახის პროექტებში, უფრო მეტი მონაწილეობა მიიღოს.

დღეს ნამდვილად არ არის იმის დრო, ვიფიქროთ იმაზე, რომ ვინმეს სამხედრო ჯგუფში გავწევრიანდეთ, მით უმეტეს, რომ არც არავინ გვეპატიჟება რეალურად. მეორე მხრივ, ეს იქნება დარტყმა და მომაკვდინებელი გარემოება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ შეიძლება დავკარგოთ სუვერენიტეტი. ჩვენს მაგივრად სხვებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, ეს არ იქნება ის, რასაც ჩვენი ქვეყანა უნდა ესწრაფოდეს.

მე მგონი, ყველაზე კარგი დრო არის ახლა საქართველოს ნეიტრალიტეტისთვის, გამომდინარე იქიდან, თუ რა ხდება მსოფლიოში. განსაკუთრებით, ეს ნეიტრალიტეტი მნიშვნელოვნად წაადგება არა მხოლოდ საქართველოს განვითარებას, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განვითარებას“, - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.

მისივე თქმით, პარტია „ნეიტრალურმა საქართველომ“ უკვე მეტ-ნაკლებად შეძლო ნეიტრალიტეტის იდეის გავრცელება საზოგადოებაში და ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილის მოსაზრება, წარმოადგენს თუ არა ნეიტრალიტეტი საფრთხეს, მეტ-ნაკლებად ქრება.

„ამასთანავე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ჩავატაროთ ფორუმები და ეს ფორუმიც კარგი შესაძლებლობა იქნება იმისა, რომ არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, არამედ საზღვრებს გარეთაც გავიდეს იმის თაობაზე, რომ საქართველოშიც არის ადამიანური და პოლიტიკური ძალა, რომელიც ფიქრობს ნეიტრალიტეტზე საკმაოდ სერიოზულად და, გარდა ამისა, საერთაშორისო საზოგადოებასაც ჰქონდეს სრული ინფორმაცია, თუ რას წარმოადგენს ნეიტრალიტეტი საქართველოსათვის“, - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეს რასაც ვხედავთ მსოფლიოში, რა მოვლენებიც მიმდინარეობს, თუ როგორ არის დაძაბულობა და ვითარდება ომის კერები, ძალიან მარტივად შეიძლება გამოვიცნოთ, თუ რა შეიძლება იყოს გამოსავალი იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა სტაბილურად და მშვიდობიანად განვითარდეს და უფრო მეტი პერსპექტივა ჰქონდეს, რომ, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, ეკონომიკური იქნება თუ სხვა ენერგეტიკული სახის პროექტებში, უფრო მეტი მონაწილეობა მიიღოს. დღეს ნამდვილად არ არის იმის დრო, ვიფიქროთ იმაზე, რომ ვინმეს სამხედრო ჯგუფში გავწევრიანდეთ, მით უმეტეს, რომ არც არავინ გვეპატიჟება რეალურად. მეორე მხრივ, ეს იქნება დარტყმა და მომაკვდინებელი გარემოება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ შეიძლება დავკარგოთ სუვერენიტეტი. ჩვენს მაგივრად სხვებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, ეს არ იქნება ის, რასაც ჩვენი ქვეყანა უნდა ესწრაფოდეს. მე მგონი, ყველაზე კარგი დრო არის ახლა საქართველოს ნეიტრალიტეტისთვის, გამომდინარე იქიდან, თუ რა ხდება მსოფლიოში. განსაკუთრებით, ეს ნეიტრალიტეტი მნიშვნელოვნად წაადგება არა მხოლოდ საქართველოს განვითარებას, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განვითარებას“
„ამასთანავე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ჩავატაროთ ფორუმები და ეს ფორუმიც კარგი შესაძლებლობა იქნება იმისა, რომ არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, არამედ საზღვრებს გარეთაც გავიდეს იმის თაობაზე, რომ საქართველოშიც არის ადამიანური და პოლიტიკური ძალა, რომელიც ფიქრობს ნეიტრალიტეტზე საკმაოდ სერიოზულად და, გარდა ამისა, საერთაშორისო საზოგადოებასაც ჰქონდეს სრული ინფორმაცია, თუ რას წარმოადგენს ნეიტრალიტეტი საქართველოსათვის“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან ნიკოლეიშვილი: ჩვენ თუ დავიწყებთ ფიქრს და ლოდინს იმის თაობაზე, რომ რას გააკეთებენ დიდი სახელმწიფოები ჩვენთან მიმართებაში, ან დაველოდებით, რომ საბოლოო ჯამში რას შემოგვთავაზებენ, ამით წინსვლა არ გვექნება. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო გაძლიერდესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები