ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი გახარიას ადვოკატი - პროცესები, რაც ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს, პირდაპირ უკავშირდება საკონსტიტუციო სარჩელს - უნდა იცოდნენ, რომ პერსონალურად მოუწევთ პასუხისმგებლობა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

გიორგი გახარიას ადვოკატის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ჩორჩანას საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესები და დაკითხული მოწმეები დაკავშირებულია მმართველი პარტიის საკონსტიტუციო სარჩელთან. მისი თქმით, საქმეში მონაწილე პირები ხელისუფლებაზე არიან დამოკიდებულნი და სარჩელზე ხელმომწერ დეპუტატებს პერსონალური პასუხისმგებლობა მოუწევთ.

გიორგი გახარიას ადვოკატი - პროცესები, რაც ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს, პირდაპირ უკავშირდება საკონსტიტუციო სარჩელს - უნდა იცოდნენ, რომ პერსონალურად მოუწევთ პასუხისმგებლობა
გიორგი გახარიას ადვოკატი - პროცესები, რაც ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს, პირდაპირ უკავშირდება საკონსტიტუციო სარჩელს - უნდა იცოდნენ, რომ პერსონალურად მოუწევთ პასუხისმგებლობაინტერპრესნიუსი

პროცესები, რაც ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარეობს, პირდაპირ უკავშირდება საკონსტიტუციო სარჩელს, რომელიც „ოცნების“ 88-მა დეპუტატმა შეიტანა ერთპარტიული მმართველობის ჩამოყალიბების მიზნით და ქვეყანაში საბოლოოდ დემოკრატიულობის გასანადგურებლად , - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

მისი თქმით, საოკუპაციო ხაზის პირას მცხოვრებ ადამიანებს, რომლებსაც ყოველდღიური უსაფრთხოების, ეკონომიკური და სოციალური გამოწვევები აქვთ, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ და ბინძურ თამაშში მონაწილეობას აღებინებენ.

„ადგილობრივები, რომლებიც სასამართლო პროცესზე მოწმის სახით არიან წარმოდგენილები, მათი უმრავლესობა ხელისუფლებაზეა დამოკიდებული და ისინი არც მალავენ „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას.

აქამდე ვინც დაიკითხა, ზოგი საჯარო მოხელეა, ზოგიც პარტიული მუშაკი შესაბამისად, ამ ადამიანების მიერ მოწოდებული ინფორმაცია ვერ იქნება სანდო, რადგან ეს ადამიანები მოწყვლადები არიან.

საოკუპაციო ხაზის პირას მცხოვრებ ადამიანებს, რომლებსაც ყოველდღიური უსაფრთხოების, ეკონომიკური და სოციალური გამოწვევები აქვთ, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ და ბინძურ თამაშში აღებინებენ მონაწილეობას.

ეს პროცესები, რაც სასამართლოში მიმდინარეობს ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით, პირდაპირ უკავშირდება საკონსტიტუციო სარჩელს, რომელიც „ოცნების“ 88-მა დეპუტატმა შეიტანა ერთპარტიული მმართველობის ჩამოყალიბების მიზნით და ქვეყანაში საბოლოოდ დემოკრატიულობის გასანადგურებლად. ამ ადამიანებს გაცნობიერებული არ აქვთ, რას მოაწერეს ხელი და დარწმუნებული ვარ, ბევრ მათგანს წაკითხულიც არ აქვს კონსტიტუციური სარჩელი. მათ უნდა იცოდნენ, რომ პერსონალურად მოუწევთ პასუხისმგებლობა. ეს თავად „ოცნებისთვისაც“ კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარია ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება წარდგენილი აქვს 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ადგილობრივები, რომლებიც სასამართლო პროცესზე მოწმის სახით არიან წარმოდგენილები, მათი უმრავლესობა ხელისუფლებაზეა დამოკიდებული და ისინი არც მალავენ „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას. აქამდე ვინც დაიკითხა, ზოგი საჯარო მოხელეა, ზოგიც პარტიული მუშაკი შესაბამისად, ამ ადამიანების მიერ მოწოდებული ინფორმაცია ვერ იქნება სანდო, რადგან ეს ადამიანები მოწყვლადები არიან. საოკუპაციო ხაზის პირას მცხოვრებ ადამიანებს, რომლებსაც ყოველდღიური უსაფრთხოების, ეკონომიკური და სოციალური გამოწვევები აქვთ, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ და ბინძურ თამაშში აღებინებენ მონაწილეობას. ეს პროცესები, რაც სასამართლოში მიმდინარეობს ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით, პირდაპირ უკავშირდება საკონსტიტუციო სარჩელს, რომელიც „ოცნების“ 88-მა დეპუტატმა შეიტანა ერთპარტიული მმართველობის ჩამოყალიბების მიზნით და ქვეყანაში საბოლოოდ დემოკრატიულობის გასანადგურებლად. ამ ადამიანებს გაცნობიერებული არ აქვთ, რას მოაწერეს ხელი და დარწმუნებული ვარ, ბევრ მათგანს წაკითხულიც არ აქვს კონსტიტუციური სარჩელი. მათ უნდა იცოდნენ, რომ პერსონალურად მოუწევთ პასუხისმგებლობა. ეს თავად „ოცნებისთვისაც“ კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება“
ბერდია სიჭინავა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბერდია სიჭინავა - “ჩორჩანას საქმის” განხილვა დაჩქარდა, გიორგი გახარიას მიმართ განაჩენის გამოტანა ეჩქარებათ - დიდი ალბათობით, იქნება გამამტყუნებელი განაჩენი, ეს თვითონ “ოცნებისთვისაც” უმძიმეს შედეგებს მოიტანს, რადგან ეს არის ბარიერი და წითელი ხაზი!წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები