პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“პროკურატურის მოწმეები პარტიული მუშაკები არიან, არც დაუმალავთ” – ადვოკატი

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესზე პროკურატურის მოწმეები დაკითხეს. დაცვის მხარის ადვოკატის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, მოწმეები ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი პირები და საჯარო მოხელეები არიან, რის გამოც მათი ჩვენებები არასანდოა.

“პროკურატურის მოწმეები პარტიული მუშაკები არიან, არც დაუმალავთ” – ადვოკატი
ალია

გიორგი გახარიას წინააღმდეგ პროკურატურამ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩორჩანას მიმდებარე სოფლიდან ადგილობრივები მიიყვანა.

მოწმე ამტკიცებდა, რომ საგუშაგოს ჩადგმის შემდეგ მათ პრობლემები შეექმნათ. თუმცა დაცვის მხარისთვის ეს მოწმეები არასანდოები არიან.

ადვოკატი ბერდია სიჭინავა ამბობს, რომ ყველა ადგილობრივი მოწმე, ან “ოცნების” პარტიული მუშაკი ან ადგილობრივი სკოლის წარმომადგენელია.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აქ რომელი ადგილობრივებიც მოჰყავთ და ჰკითხავენ, კონკრეტულ შემთხვევაში ბევრი მათგანი დამოკიდებულია ხელისუფლებაზე და ისინი არც მალავენ ლოიალურ დამოკიდებულებას “ოცნების” ხელისუფლების მიმართ. შესაბამისად, აქამდე რა დაკითხული მოწმეებიც არიან, არ დაუმალავთ მათი პირდაპირი კავშირი “ოცნებასთან”. ზოგი არის ადგილობრივი საჯარო მოხელე, ზოგი არის “ოცნების” პარტიული მუშაკი, ზოგი არის ადგილობრივი სკოლის წარმომადგენელი. შესაბამისად, ამ ადამიანების მოწოდებული ინფორმაცია ბუნებრივია ვერ იქნება სანდო ძალიან მარტივი მიზეზის გამო – ეს ადამიანები მოწყვლადი არიან იქ, ადგილობრივი ხელისუფლების. შესაბამისად, რა პრინციპით შეარჩიეს საერთოდ ეს ადამიანები, რა პრინციპით არ ჰყავთ აქ სასამართლოზე გამოძახებული თვითონ ჩორჩანელები, ეს ჩვენს დასკვნით სიტყვაში ჩვენი პოზიციების წარმოდგენის საგანი გახდება”, – ამბობს ბერდია სიჭინავა.

ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდებულია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. პროკურატურის ვერსიით, მან სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს განთავსების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. გახარიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტითა და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურისაქმე გახარიას წინააღმდეგ - ადვოკატის თქმით, პროკურატურამ მოწმეებად ადგილობრივი სოფლებიდან პარტიული მუშაკები მიიყვანა
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგიორგი გახარიას ადვოკატი - პროცესები, რაც ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს, პირდაპირ უკავშირდება საკონსტიტუციო სარჩელს - უნდა იცოდნენ, რომ პერსონალურად მოუწევთ პასუხისმგებლობა
  3. რუსთავი 2სამთავრობო"ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის გონივრული მოლოდინი გააჩნია" - პროკურორი გახარიას საქმეზე
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბერდია სიჭინავა - “ჩორჩანას საქმის” განხილვა დაჩქარდა, გიორგი გახარიას მიმართ განაჩენის გამოტანა ეჩქარებათ - დიდი ალბათობით, იქნება გამამტყუნებელი განაჩენი, ეს თვითონ “ოცნებისთვისაც” უმძიმეს შედეგებს მოიტანს, რადგან ეს არის ბარიერი და წითელი ხაზი!წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები