ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურა

თბილისის პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებისტანახმად, ბრალდებულმა, რომელიც სამეწარმეო ორგანიზაციის დირექტორი იყო, იურიდიული პირის წარმომადგენელს პროდუქციის სავაჭრო ქსელში შეტანის სანაცვლოდ საკომისიო და ანაზღაურება მოსთხოვა, რის შემდეგაც 106 000 ლარის საქონელი და თანხა მიისაკუთრა. დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინაინტერპრესნიუსი

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, როგორც სამეწარმეო ორგანიზაციის დირექტორი, ერთ-ერთი იურიდიული პირის წარმომადგენელს შეუთანხმდა, რომ მის პროდუქციას სავაჭრო ქსელში შეიტანდა, რისთვისაც მან სავაჭრო-სარეალიზაციო ობიექტებში გადასახდელი, ე.წ. ქონების განთავსების საკომისიო თანხა და ანაზღაურება მოითხოვა. ბრალდებულმა დაზარალებულისგან 106 000 ლარის საქონელი და თანხა მიიღო, რაც სრულად მიისაკუთრა.

„ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
90 500 ლარი მოტყუებით მიისაკუთრა - პროკურატურამ 1 პირს ბრალდება წარუდგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები