ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლატვია-ბელარუსის საზღვარზე შეიარაღებული პირები ლატვიელ ჯარისკაცებს დაემუქრნენ

ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრის იანის დომბრავას განცხადებით, ბელარუსიდან ლატვიის საზღვრის უკანონო კვეთის მცდელობისას შეიარაღებული პირები ლატვიელ ჯარისკაცებს დაემუქრნენ. ინციდენტი მოხდა მაშინ, როდესაც ეროვნული შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებმა 20 არალეგალი მიგრანტის გადაკვეთის მცდელობა აღკვეთეს. მოგვიანებით ლატვიის ტერიტორიაზე ნიღბიანი პირებიც შემოვიდნენ, რომლებმაც ქონება დააზიანეს და უკან, ბელარუსში დაბრუნდნენ.

ლატვია-ბელარუსის საზღვარზე შეიარაღებული პირები ლატვიელ ჯარისკაცებს დაემუქრნენ
ლატვია-ბელარუსის საზღვარზე შეიარაღებული პირები ლატვიელ ჯარისკაცებს დაემუქრნენტაბულა

ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრის იანის დომბრავას განცხადებით, ბელარუსიდან ლატვიის საზღვრის უკანონოდ კვეთის მცდელობისას,შეიარაღებული პირები ლატვიელ ჯარისკაცებს დაემუქრნენ. დომბრავას თქმით, შეიარაღებული პირები არალეგალი მიგრანტების ჯგუფს ახლდნენ.

"არალეგალი მიგრანტების შეიარაღებული თანმხლები პირები ჩვენს ჯარისკაცებს დაემუქრნენ

ეროვნული შეიარაღებული ძალების (NBS) ჯარისკაცებმა 20 არალეგალი მიგრანტის მიერ ჩვენი საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობა აღკვეთეს, თუმცა, მრავალი წინა ინციდენტისგან განსხვავებით, ამჯერად პროვოკაცია განსაკუთრებით დემონსტრაციული და აგრესიული ხასიათის იყო. ბელარუსის მხარეს მყოფი არალეგალი მიგრანტების თანმხლები პირები შეიარაღებულნი იყვნენ, NBS-ის ჯარისკაცებს ემუქრებოდნენ და ამასთანავე, მიგრანტთა ჯგუფი ლატვიისკენ აქტიურად გადაჰყავდათ.

აღნიშნული კონფლიქტიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ლატვიის ტერიტორიაზე ნიღბიანი პირები შემოვიდნენ, რომლებმაც, სანამ მესაზღვრეთა რაზმი ადგილზე მისვლას შეძლებდა, გამანაწილებელი კარადა დააზიანეს და კამერები მოიპარეს, რის შემდეგააც უკან, ბელარუსის ტერიტორიაზე დაბრუნდნენ.

ბელარუსს უნდა ესმოდეს, რომ მსგავსმა ინციდენტებმა შესაძლოა თავად ბელარუსისთვის გაცილებით მძიმე შედეგები გამოიწვიოს.“ - წერს ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრი X-ზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არალეგალი მიგრანტების შეიარაღებული თანმხლები პირები ჩვენს ჯარისკაცებს დაემუქრნენ ეროვნული შეიარაღებული ძალების (NBS) ჯარისკაცებმა 20 არალეგალი მიგრანტის მიერ ჩვენი საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობა აღკვეთეს, თუმცა, მრავალი წინა ინციდენტისგან განსხვავებით, ამჯერად პროვოკაცია განსაკუთრებით დემონსტრაციული და აგრესიული ხასიათის იყო. ბელარუსის მხარეს მყოფი არალეგალი მიგრანტების თანმხლები პირები შეიარაღებულნი იყვნენ, NBS-ის ჯარისკაცებს ემუქრებოდნენ და ამასთანავე, მიგრანტთა ჯგუფი ლატვიისკენ აქტიურად გადაჰყავდათ. აღნიშნული კონფლიქტიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ლატვიის ტერიტორიაზე ნიღბიანი პირები შემოვიდნენ, რომლებმაც, სანამ მესაზღვრეთა რაზმი ადგილზე მისვლას შეძლებდა, გამანაწილებელი კარადა დააზიანეს და კამერები მოიპარეს, რის შემდეგააც უკან, ბელარუსის ტერიტორიაზე დაბრუნდნენ. ბელარუსს უნდა ესმოდეს, რომ მსგავსმა ინციდენტებმა შესაძლოა თავად ბელარუსისთვის გაცილებით მძიმე შედეგები გამოიწვიოს.“
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ლიტვა კალინინგრადის ოლქის სასაზღვრო ზოლთან უსაფრთხოების დასაცავად სამხედროებს განათავსებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები