მაჭავარიანი დავითაძეზე: ეს ინტრიგანი ადამიანი ვერ გამოიწვევს საზოგადოების პროტესტს
ლევან მაჭავარიანმა პატიმარ გიორგი დავითაძის მიერ ბადრაგების მხრიდან შესაძლო ძალადობისა და გაუპატიურების შესახებ გაკეთებულ განცხადებას სიცრუე და ბინძური კამპანია უწოდა. პენიტენციურმა სამსახურმა ბრალდება უარყო და პატიმრის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრები გაასაჯაროვა.

ივანიშვილის წარმომადგენელმა, ლევან მაჭავარიანმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს ინტრიგანი ადამიანი უწოდა და განაცხადა, რომ ის საზოგადოების პროტესტს ვერ გამოიწვევს. კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
"იქიდან გამომდინარე, რომ ქართველებმა ძალიან კარგად იციან, თუ რა ხდება რეალურად ციხეში, ეს ინტრიგანი ადამიანი ვერანაირად ვერ გამოიწვევს საზოგადოების პროტესტს. ყველამ ძალიან კარგად იცის, 2012 წელს რა ხდებოდა ციხეებში და ყველამ ძალიან კარგად იცის, დღეს რა ხდება იქ. ეს არის ერთ-ერთი მიმართულება იმ მრავალთაგან, რაშიც ფუნდამენტური განსხვავებაა ჩვენსა და წინა ხელისუფლებას შორის. ჩვენ ვიხილეთ კადრები, რომლებიც თავად პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმის დასამტკიცებლად, რომ ყველაფერი წესრიგში იყო.
სხვათა შორის, ეს კადრები ნანახი ჰქონდა სახალხო დამცველსაც მთელი თავისი აპარატითა და თანამშრომლებით და იმავეს ადასტურებს. გამოდის, რომ ორ რეალობას ვუყურებთ: ერთი არის რეალური ვითარება, რომელსაც ხედავს საზოგადოება, პენიტენციური სამსახური და სახალხო დამცველი თავისი აპარატით, ხოლო მეორე - ხედვა, რასაც ხედავს ამ პატიმრის ოჯახი და აგენტურული ოპოზიცია თავიანთ ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალ აქტივისტებთან ერთად.
გარდა ამისა, არსებობს მესამე გარემოება - რა იცის ქართველმა ხალხმა: ასეთი საკითხები ციხეში არასდროს იმალება. წამება იქნება თუ მსგავსი თემები, საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველა ყველას იცნობს და გამორიცხულია, რამე მსგავსი დაიმალოს. 14 წლის განმავლობაში თურმე ეს არის ერთადერთი შემთხვევა, რომელზეც კადრები გავრცელდა. ყველას შეუძლია დარწმუნდეს, რომ აბსურდთან და ჩვეულებრივი ინტრიგანი ოჯახის წევრებისგან აბსურდულ კამპანიაში მონაწილეობის მიღებასთან გვაქვს საქმე." - განაცხადა მაჭავარიანმა.
ივანიშვილის წარმომადგენელმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ციხეებში ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ის ამბობს, რომ თავი მოიჭრა იმ პატიმარმაც, რომელიც იბრალებს, თითქოს თითით არის გაუპატიურებული, და მისი ოჯახის წევრებმაც"
"არ ვიცი, როგორ დაითანხმეს ეს ოჯახი ამ ყველაფერში მონაწილეობაზე, რაც ძალიან სამწუხაროა. თუმცა, მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ საქართველოს ციხეებში ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ის პატიმრებიც კი, რომლებიც ყველაზე რეზონანსულები იყვნენ - ნიკა გვარამია გამოვიდა და მადლობებს იხდიდა, თურმე რა კარგი პირობებიაო, ბაჩო ახალაია პირველად რომ გამოვიდა, ჩასუქებული და ჩაპუტკუნებული იყო, ისე კარგად იკვებებოდა, ლაზარე გრიგორიადისი გამოვიდა და უკმაყოფილება გამოთქვა - მუსიკა არ მომწონდაო, ზურაბ ჯაფარიძე გამოვიდა და თქვა, ყველაფერი კარგი იყო, მხოლოდ სექსი არ მქონდაო.
ანუ, ყველაზე მიკერძოებულმა ადამიანებმა, რომელთა ინტერესშიც პენიტენციური სამსახურის გაშავება შედიოდა, ასეთი "ნაკლოვანებები" აღმოაჩინეს. შესაბამისად, ასეთი ბინძური კამპანიის მცდელობებიდან არაფერი გამოვა. თავი მოიჭრა იმ პატიმარმაც, რომელიც იბრალებს, თითქოს თითით არის გაუპატიურებული, და მისი ოჯახის წევრებმაც. სხვათა შორის, ამ ოჯახს საფუძვლიანი "ნაცური" წარსული ჰქონია, რაც კიდევ ერთხელ გვიმყარებს ეჭვს, რომ ეს ყველაფერი არის კარგად ორკესტრირებული და ორგანიზებული უბინძურესი კამპანია." - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა, გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე თქვა, რომ ის ბადრაგებმა დეესკალაციის ოთახში გააუპატიურეს.
პატიმრის განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა. უწყება წერს, რომ გიორგი დავითაძის განცხადება სიცრუეა.
პენიტენციური პატიმარ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ავრცელებს
პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახი ბადრაგებს მის მიმართ ძალადობაში ადანაშაულებს
ციტატები სტატიიდან
„იქიდან გამომდინარე, რომ ქართველებმა ძალიან კარგად იციან, თუ რა ხდება რეალურად ციხეში, ეს ინტრიგანი ადამიანი ვერანაირად ვერ გამოიწვევს საზოგადოების პროტესტს. ყველამ ძალიან კარგად იცის, 2012 წელს რა ხდებოდა ციხეებში და ყველამ ძალიან კარგად იცის, დღეს რა ხდება იქ. ეს არის ერთ-ერთი მიმართულება იმ მრავალთაგან, რაშიც ფუნდამენტური განსხვავებაა ჩვენსა და წინა ხელისუფლებას შორის. ჩვენ ვიხილეთ კადრები, რომლებიც თავად პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმის დასამტკიცებლად, რომ ყველაფერი წესრიგში იყო. სხვათა შორის, ეს კადრები ნანახი ჰქონდა სახალხო დამცველსაც მთელი თავისი აპარატითა და თანამშრომლებით და იმავეს ადასტურებს. გამოდის, რომ ორ რეალობას ვუყურებთ: ერთი არის რეალური ვითარება, რომელსაც ხედავს საზოგადოება, პენიტენციური სამსახური და სახალხო დამცველი თავისი აპარატით, ხოლო მეორე - ხედვა, რასაც ხედავს ამ პატიმრის ოჯახი და აგენტურული ოპოზიცია თავიანთ ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალ აქტივისტებთან ერთად. გარდა ამისა, არსებობს მესამე გარემოება - რა იცის ქართველმა ხალხმა: ასეთი საკითხები ციხეში არასდროს იმალება. წამება იქნება თუ მსგავსი თემები, საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველა ყველას იცნობს და გამორიცხულია, რამე მსგავსი დაიმალოს. 14 წლის განმავლობაში თურმე ეს არის ერთადერთი შემთხვევა, რომელზეც კადრები გავრცელდა. ყველას შეუძლია დარწმუნდეს, რომ აბსურდთან და ჩვეულებრივი ინტრიგანი ოჯახის წევრებისგან აბსურდულ კამპანიაში მონაწილეობის მიღებასთან გვაქვს საქმე.“
„არ ვიცი, როგორ დაითანხმეს ეს ოჯახი ამ ყველაფერში მონაწილეობაზე, რაც ძალიან სამწუხაროა. თუმცა, მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ საქართველოს ციხეებში ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ის პატიმრებიც კი, რომლებიც ყველაზე რეზონანსულები იყვნენ - ნიკა გვარამია გამოვიდა და მადლობებს იხდიდა, თურმე რა კარგი პირობებიაო, ბაჩო ახალაია პირველად რომ გამოვიდა, ჩასუქებული და ჩაპუტკუნებული იყო, ისე კარგად იკვებებოდა, ლაზარე გრიგორიადისი გამოვიდა და უკმაყოფილება გამოთქვა - მუსიკა არ მომწონდაო, ზურაბ ჯაფარიძე გამოვიდა და თქვა, ყველაფერი კარგი იყო, მხოლოდ სექსი არ მქონდაო. ანუ, ყველაზე მიკერძოებულმა ადამიანებმა, რომელთა ინტერესშიც პენიტენციური სამსახურის გაშავება შედიოდა, ასეთი "ნაკლოვანებები" აღმოაჩინეს. შესაბამისად, ასეთი ბინძური კამპანიის მცდელობებიდან არაფერი გამოვა. თავი მოიჭრა იმ პატიმარმაც, რომელიც იბრალებს, თითქოს თითით არის გაუპატიურებული, და მისი ოჯახის წევრებმაც. სხვათა შორის, ამ ოჯახს საფუძვლიანი "ნაცური" წარსული ჰქონია, რაც კიდევ ერთხელ გვიმყარებს ეჭვს, რომ ეს ყველაფერი არის კარგად ორკესტრირებული და ორგანიზებული უბინძურესი კამპანია.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.