ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირზე, აქ არის კონკრეტული სტანდარტები და მათ შორის, ქართველი ხალხის განწყობები - ხატია დეკანოიძე

ნაციონალური მოძრაობაქართული ოცნება

ოპოზიციის წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ შეაფასა ევროკომისარის მარტა კოსის განცხადება და აღნიშნა, რომ სამწუხაროა საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მხოლოდ ფურცელზე შენარჩუნება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საქართველო საერთაშორისო ინდექსებით წინ არის.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირზე, აქ არის კონკრეტული სტანდარტები და მათ შორის, ქართველი ხალხის განწყობები - ხატია დეკანოიძე
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირზე, აქ არის კონკრეტული სტანდარტები და მათ შორის, ქართველი ხალხის განწყობები - ხატია დეკანოიძერუსთავი 2

მარტა კოსის განცხადებს ოპოზიციაშიც აფასებენ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, სამწუხაროა, რომ ერთ დროს ევროინტეგრაციის მედროშე ქვეყანა ახლა კანდიდატის სტატუსს მხოლოდ ფურცელზე ინარჩუნებს.

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირზე, აქ არის კონკრეტული სტანდარტები და მათ შორის, ქართველი ხალხის განწყობები. სამწუხაროა, რომ ჩვენ, ერთ დროს რეგიონის ლიდერი ქვეყანა, რომელიც ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მედროშე ქვეყანა იყო, ახლა მხოლოდ და მხოლოდ კანდიდატის სტატუს ვინარჩუნებთ ფურცელზე", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში თქვა, რომ საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა და სურვილი გამოთქვა ისიც "იმავე დონეზე ყოფილიყო, რაზეც მოლდოვა და უკრაინაა". კოსმა განსაკუთრებით შეაქო კიშინოვი. მაშინ, როცა საერთაშორისო კვლევებისა და ინდექსების მიხედვით საქართველო მოლდოვასა და უკრაინაზე გაცილებით წინ არის. "ქართულ ოცნებაში" კონკრეტულ ფაქტებსა და მაჩვენებლებზე საუბრობენ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირზე, აქ არის კონკრეტული სტანდარტები და მათ შორის, ქართველი ხალხის განწყობები. სამწუხაროა, რომ ჩვენ, ერთ დროს რეგიონის ლიდერი ქვეყანა, რომელიც ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მედროშე ქვეყანა იყო, ახლა მხოლოდ და მხოლოდ კანდიდატის სტატუს ვინარჩუნებთ ფურცელზე“
ხატია დეკანოიძე
„იმავე დონეზე ყოფილიყო, რაზეც მოლდოვა და უკრაინაა“
მარტა კოსი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მარტა კოსი: ვისურვებდი, რომ საქართველო დღეს მოლდოვასა და უკრაინასთან ერთ დონეზე იყოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები