ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

"საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ნეიტრალიტეტის იდეის ინიციატორები, საზოგადოებას ვთავაზობთ თავისუფალ სადისკუსიო სივრცეს" - ვატო შაქარიშვილი "ნეიტრალური საქართველოს" დაგეგმილ ფორუმზე

პარტია "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ნოემბერში თბილისში დაგეგმილი საერთაშორისო ფორუმის შესახებ საუბრობს. პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ვატო შაქარიშვილის განცხადებით, ფორუმი მიზნად ისახავს საზოგადოებას შესთავაზოს თავისუფალი სადისკუსიო სივრცე ნეიტრალიტეტის იდეისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის განსახილველად.

"საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ნეიტრალიტეტის იდეის ინიციატორები, საზოგადოებას ვთავაზობთ თავისუფალ სადისკუსიო სივრცეს" - ვატო შაქარიშვილი "ნეიტრალური საქართველოს" დაგეგმილ ფორუმზე
"საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ნეიტრალიტეტის იდეის ინიციატორები, საზოგადოებას ვთავაზობთ თავისუფალ სადისკუსიო სივრცეს" - ვატო შაქარიშვილი "ნეიტრალური საქართველოს" დაგეგმილ ფორუმზერუსთავი 2

პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ნოემბერში დაგეგმილ მასშტაბურ საერთაშორისო ფორუმზე საუბრობს. პარტრიის წევრებმა დეტალურად ისაუბრეს ფორუმის მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ. პარტიის წევრების განცხადებით, "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" დაფუძნების მთავარი მიზანი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ დოგმებისა და ილუზიების ნაცვლად რაციონალური მსჯელობის შემოტანაა.

მათი თქმით, სწორედ ეს არის საერთაშორისო ფორუმის - "საქართველო- მშვიდობისა და თანამშრომლობის პლატფორმა" მიზანიც, რომელიც 5-6-ს ნოემბერს თბილისში გაიმართება.

პარტიის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებას თავისუფალ სადისკუსიო სივრცეს სთავაზობენ.

"მასშტაბური საერთაშორისო ფორუმის მეშვეობით, როგორც საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ნეიტრალიტეტის იდეის ინიციატორები, საზოგადოებას ვთავაზობთ თავისუფალ სადისკუსიო სივრცეს, სადაც ამ თემაზე რაციონალური მსჯელობა იქნება შესაძლებელი.

ეს ფორმატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ ნეიტრალიტეტის იდეის წინააღმდეგ ხშირად ვრცელდება ცრუ პროპაგანდა და იარლიყები, რომლებითაც საზოგადოებაში მცდარი აღქმების დანერგვას ცდილობენ.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნეიტრალიტეტი ჩვენთვის არ არის დროებითი მანევრი ან სისუსტე - ეს არის სახელმწიფოს სტრუქტურული ჩარჩო, რომელიც მყარად განსაზღვრავს საქართველოს ადგილს გეოპოლიტიკურ სივრცეში და უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას", - აცხადებს ვატო შაქარიშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მასშტაბური საერთაშორისო ფორუმის მეშვეობით, როგორც საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ნეიტრალიტეტის იდეის ინიციატორები, საზოგადოებას ვთავაზობთ თავისუფალ სადისკუსიო სივრცეს, სადაც ამ თემაზე რაციონალური მსჯელობა იქნება შესაძლებელი. ეს ფორმატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ ნეიტრალიტეტის იდეის წინააღმდეგ ხშირად ვრცელდება ცრუ პროპაგანდა და იარლიყები, რომლებითაც საზოგადოებაში მცდარი აღქმების დანერგვას ცდილობენ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნეიტრალიტეტი ჩვენთვის არ არის დროებითი მანევრი ან სისუსტე - ეს არის სახელმწიფოს სტრუქტურული ჩარჩო, რომელიც მყარად განსაზღვრავს საქართველოს ადგილს გეოპოლიტიკურ სივრცეში და უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას“
ვატო შაქარიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.