ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

პროტესტი დიდ ლილოში - 216-ე და 217-ე საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია

თბილისის მერია

დიდ ლილოში, 216-ე და 217-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და მშობლებმა სკოლის მახლობლად მდებარე ნაგავსაყრელის გამო სასწავლო პროცესი შეაჩერეს და საპროტესტო აქცია გამართეს. მშობლები მერიასა და კახა კალაძეს დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ და ნაგავსაყრელის გადატანას ითხოვენ.

პროტესტი დიდ ლილოში - 216-ე და 217-ე საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია
პროტესტი დიდ ლილოში - 216-ე და 217-ე საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერებულიაTV პირველი

დიდ ლილოში მდებარე 216-ე და 217-ე საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია, მოსწავლეები და მშობლები მეორე დღეა აპროტესტებენ სკოლასთან მდებარე ნაგავსაყრელს, რომელიც სკოლიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს და დასახლებას ადგილზე შეკრებილების თქმით, ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აყენებს.

მშობლები მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

მათივე თქმით, კახა კალაძე ხალხს ნაგავსაყრელის გადატანას სამი წლის წინ დაჰპირდა, მაგრამ საკითხი ისევ მოუგვარებელია.

მშობლების თქმით, არსებულ გარემოში სასწავლო პროცესის ჩატარება ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკს წარმოადგენს და ისინი იძულებულები არიან ბავშვები სკოლაში არ გაუშვან, სანამ მერია მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს.

"16 წლის მანძილზე ვიწამლებით გაზით, აირით, გამონადენით, რომელიც ჩადის არხში, ჩადის თბილისის ზღვაში და ამ თბილისის ზღვით, წყლით მარაგდება მთელი თბილისი, არავის არ უნდა, რომ ბავშვებს რაიმე შეზღუდვა, საფრთხე არაკანონიერი დაემუქროს, თუმდაც ის, რომ განათლების მიღბა შევუზღუდოთ რამოდენიმე დღით, მაგრამ სხვა გზა არ დაგვრჩა. ჩემი შვილის ჯანმრთელობა უპირატესია, ვიდრე განათლება" - აცხადებს ერთ-ერთი მშობელი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„16 წლის მანძილზე ვიწამლებით გაზით, აირით, გამონადენით, რომელიც ჩადის არხში, ჩადის თბილისის ზღვაში და ამ თბილისის ზღვით, წყლით მარაგდება მთელი თბილისი, არავის არ უნდა, რომ ბავშვებს რაიმე შეზღუდვა, საფრთხე არაკანონიერი დაემუქროს, თუმდაც ის, რომ განათლების მიღბა შევუზღუდოთ რამოდენიმე დღით, მაგრამ სხვა გზა არ დაგვრჩა. ჩემი შვილის ჯანმრთელობა უპირატესია, ვიდრე განათლება“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.