კირცხალია მარტა კოსს: საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!
ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებაზე, რომ საქართველო უკრაინისა და მოლდოვას დონეს ჩამორჩება და საგზაო რუკას ვერ მიიღებს, ირაკლი კირცხალიამ უპასუხა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობას ინტერესების ხარჯზე არ ითხოვს და ღირსებასა და მშვიდობას ირჩევს.

ევროკომისარი მარტა კოსი აცხადებს, რომ საქართველო უკრაინის და მოლდოვას დონეს ჩამორჩება და ამიტომ გაწევრიანების საგზაო რუკას ვერ მიიღებს.
თუ დღეს ბრიუსელში "წინსვლად" ითვლება ის, რამდენად უსიტყვოდ ასრულებს ქვეყანა კონკრეტულ პოლიტიკურ მოთხოვნებს, მაშინ ეს უკვე დამსახურებაზე დაფუძნებული ევროპული ინტეგრაცია კი არა, უსიტყვო მორჩილების შეფასებაა.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ევროპული ინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმების განხორციელება შეუძლია, მაგრამ ჩვენთვის არსებობს წითელი ხაზები, ეროვნული ინტერესები და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების გადაწყვეტილებების პატივისცემა.
ჩვენ ევროკავშირის წევრობა გვსურს არა ნებისმიერ ფასად და არა საქართველოს ინტერესების ხარჯზე. ამიტომ, როდესაც გვეუბნებიან, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას "ჩამორჩება", ჩვენი პასუხი მარტივია: საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!
ჩვენ პატივს ვცემთ იმ ევროპას, სადაც საქართველოს პატივს სცემენ როგორც თანასწორ სახელმწიფოს და არა ქვეყანას, რომელსაც გარედან უთითებენ, რა უნდა დათმოს იმისთვის, რომ "კარგი მოსწავლის" სტატუსი დაიმსახუროს.
და ბოლოს, ქალბატონი ევროკომისრის "საგზაო რუკით" ვინც ქვეყანაში არეულობა და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ძალისმიერი გზით შეცვლა დააპირა, ახლა საპატიმროებში სასჯელს იხდიან და საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ. საქართველოს "საგზაო რუკა" ითვალისწინებს ღირსებით სვლას, რომლითაც აუცილებლად ყველა წარმატებას მიაღწევს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე - როდესაც გვეუბნებიან, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას „ჩამორჩება“, ჩვენი პასუხი მარტივია: საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!
ირაკლი კირცხალია – როცა გვეუბნებიან, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას „ჩამორჩება“, ჩვენი პასუხი მარტივია, საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას
ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირის წევრობა გვსურს არა ნებისმიერ ფასად და არა საქართველოს ინტერესების ხარჯზე, ამიტომ, როდესაც გვეუბნებიან, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას „ჩამორჩება“, ჩვენი პასუხი მარტივია: საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!
ირაკლი კირცხალია: მარტა კოსის "საგზაო რუკით" ვინც ქვეყანაში არეულობა და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ძალისმიერი გზით შეცვლა დააპირა, ახლა საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ - საქართველოს "საგზაო რუკა" ითვალისწინებს ღირსებით სვლას
მარტა კოსის შეფასებები არის მხოლოდ სიტყვები და ეს არ არის ფაქტებით გამყარებული - მარიამ ლაშხი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…