პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლაშა ავალიანი რაჭული ლორის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსურსათის ეროვნული სააგენტო
ლაშა ავალიანი რაჭული ლორის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
იმედინიუსი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი რაჭული ლორის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე ტრადიციული რაჭული ლორის შესაბამისი სტანდარტით დამზადების და წარმოების განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

„მოგეხსენებათ, გეოგრაფიული ადგილწარმოშობის პროდუქტების განვითარება ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას და იმ უნიკალური პროდუქტების წარმოჩენას, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონს უკავშირდება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია როგორც ხარისხის შესაბამისი მოთხოვნების დაცვა, ისე ტრადიციული წარმოების გამოცდილების შენარჩუნება და განვითარება. ასეთი პროდუქტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის გასტრონომიული მიმართულების განვითარებასა და ქართული კულინარიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაში“, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოლაშა ავალიანი რაჭული ლორის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ლაშა ავალიანმა WOAH-ის ევროპის რეგიონული კომისიის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები