ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ქართული ღვინო გერმანიაში წარადგინეს

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და მარკეტინგული კომპანიის ორგანიზებით, გერმანიის კუნძულ ზილტზე ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, რომელსაც სომელიე ნილს ლაკნერი უძღვებოდა. ღონისძიებაზე 35 სტუმარმა 10 სხვადასხვა ქართული ღვინო დაეგემოვნა. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გერმანიაში 1 მილიონზე მეტი ლიტრი ღვინო ექსპორტირდა, რაც 29%-იანი ზრდაა.

ქართული ღვინო გერმანიაში წარადგინეს
ქართული ღვინო გერმანიაში წარადგინესრუსთავი 2

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია გერმანიის კუნძულ ზილტზე (Sylt) გაიმართა.

ქართული ღვინის წარდგენას გერმანიის ღვინის ბაზარზე გავლენიანი და ცნობილი სომელიე, ლექტორი ნილს ლაკნერი (Nils Lackner) უძღვებოდა.

ღონისძიებას 35 ღვინის მოყვარული და პროფესიონალი დაესწრო. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ 10 სხვადასხვა ქართული ღვინო. დეგუსტაციის ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იყო ქართული სამზარეულო.

ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ კომპანიასთან „ff.k Public Relations“ 2021 წლიდან თანამშრომლობს. კამპანიის ფარგლებში, ღვინის პროფესიონალებისთვის, სავაჭრო სექტორის წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ტარდება დეგუსტაცია-სემინარები. ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე; ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები; ასევე, მედიის, ღვინის პროფესიონალებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის საქართველოში ღვინის ტურები ეწყობა.

გერმანია, ქართული ღვინის გაყიდვების მზარდი დინამიკით გამოირჩევა. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულია 1 მილიონზე მეტი ლიტრი ღვინო, რაც 29%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
საქართველოში გერმანელი ღვინის პროფესიონალების ტური გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები