ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს პროკურატურის სტაჟიორთა კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო

საქართველოს პროკურატურის სტაჟიორთა კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო, რომელშიც 1008 კანდიდატი სპეციალიზაციის ტესტირებას აბარებს. კონკურსი მოიცავს სამ ეტაპს: აპლიკაციების გადარჩევას, ტესტირებას და გასაუბრებას. წარმატებული კანდიდატები 2-თვიანი მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ სტაჟიორებად დაინიშნებიან.

საქართველოს პროკურატურის სტაჟიორთა კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო
საქართველოს პროკურატურის სტაჟიორთა კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყორუსთავი 2

საქართველოს პროკურატურის მიერ გამოცხადებული სტაჟიორთა კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო, სადაც კონკურსანტები სპეციალიზაციის ტესტირებას აბარებენ. მასში მონაწილეობას 1008 სტაჟიორობის კანდიდატი იღებს.

პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის სტაჟიორთა კონკურსის ტესტირებები 15 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.

კონკურსის მეორე ეტაპი ელექტრონულად ტარდება და კონკურსანტებს 4 საათი აქვთ 100 ტესტური დავალების საპასუხოდ, გამსვლელი ქულა 75-ია.

აღსანიშნავია, რომ სტაჟიორთა კონკურსი სამ ეტაპიანია. პირველ ეტაპი აპლიკაციების გადარჩევა, მეორე ეტაპი - ტესტირება, ხოლო მესამე ეტაპი გასაუბრებაა.

წარმატებული კანდიდატები 2 თვიან მოსამზადებელ კურსის გავლის შემდეგ, საქართველოს პროკურატურაში პროკურორის ან პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებით სტაჟიორებად დაინიშნებიან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სამუშაო გამოცდილება, პროფესიული უნარების განვითარება და შანსი, სადაც სტუდენტის შრომაც ფასდება - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა სამი თვის განმავლობაში გაგრძელდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები