რომან გოცირიძე: გინესის რეკორდებშია ჩვენი პარლამენტი შესაყვანი - ყოველ მეორე დეპუტატს მანქანა ემსახურება
გინესის რეკორდებშია ჩვენი პარლამენტი შესაყვანი - ყოველ მეორე დეპუტატს მანქანა ემსახურება - ამის შესახებ ეკონომისტმა, ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომან გოცირიძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.

„საქართველოს პარლამენტი არის უნიკალური მსოფლიოში. როდესაც მე ვიყავი პარლამენტში, გავაკეთეთ კვლევა და ვერ მოვძებნეთ მთელს მსოფლიოში ანალოგი, ცოტა ბელარუსი გვგავდა, სადაც პარლამენტის უმრავლესობის ყოველ მეორე წევრს ემსახურება პერსონალური ავტომობილი.
ჩემს დროს, საპარლამენტო უმრავლესობა 90 კაცს შეადგენდა და პარლამენტს ემსახურებოდა 48 პერსონალური ავტომობილი, აქედან 45 ემსახურებოდა პერსონალურად უმრავლესობის წევრებს
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.