ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ადვოკატი - სამართლიანი სასამართლოს პირობებში შეუძლებელია, რომ ოთარ ფარცხალაძის მიმართ გამოვიდეს გამამტყუნებელი განაჩენი

ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, სამართლიანი სასამართლოს პირობებში შეუძლებელია მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა. ფარცხალაძეს ბრალი ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ედება.

ადვოკატი - სამართლიანი სასამართლოს პირობებში შეუძლებელია, რომ ოთარ ფარცხალაძის მიმართ გამოვიდეს გამამტყუნებელი განაჩენი
ადვოკატი - სამართლიანი სასამართლოს პირობებში შეუძლებელია, რომ ოთარ ფარცხალაძის მიმართ გამოვიდეს გამამტყუნებელი განაჩენიინტერპრესნიუსი

სამართლიანი სასამართლოს პირობებში შეუძლებელია, რომ ოთარ ფარცხალაძის მიმართ გამოვიდეს გამამტყუნებელი განაჩენი, - ამის შესახებ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატის განცხადებით, ეს არის საქმე, რომელსაც შეიძლება პირობითად ვუწოდოთ - საქმე მტკიცებულებების გარეშე.

„ობიექტური გამოძიების პირობებში შეუძლებელი იყო, რომ გამოძიებას ის შედეგი დაედო, რასაც ჰქვია ბრალის სტანდარტი და სასამართლოში წარემართა. სამართლიანი სასამართლოს პირობებში ასევე შეუძლებელია, რომ ოთარ ფარცხალაძის მიმართ გამოვიდეს გამამტყუნებელი განაჩენი.

ეს არის საქმე, რომელსაც შეიძლება პირობითად ვუწოდოთ - საქმე მტკიცებულებების გარეშე. შეუძლებელია სამართლებრივი სტანდარტი არსებობდეს მხოლოდ ირიბი მოწმეთა ჩვენებებით. გამომდინარე აქედან, სამართლიანი განხილვის პირობებში, ობიექტური და სამართლიანი სასამართლოს პირობებში ჩვენ ველოდებით, რომ უნდა დადგეს ოთარ ფარცხალაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი.

არ აკმაყოფილებს სამართლებრივ სტანდარტს ის საფუძველი, რაც აქვს გამოძიებას. ჩვენი მხრიდან ნებისმიერი სამართლებრივი გზა არის გამოყენებული. უმძიმეს ბრალდებას უყენებს სახელმწიფო ბრალდება, ეს ხომ უნდა დასტურდებოდეს რაიმე სახის არსებითი ხელშესახები მტკიცებულებებით? ნებისმიერი გზა, რომელიც სამართლის ტაძართან მიგვიყვანს, ეს ჩვენი მხრიდან იქნება სამართლებრივად ათვისებული“, - განაცხადა ადვოკატმა.

ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ობიექტური გამოძიების პირობებში შეუძლებელი იყო, რომ გამოძიებას ის შედეგი დაედო, რასაც ჰქვია ბრალის სტანდარტი და სასამართლოში წარემართა. სამართლიანი სასამართლოს პირობებში ასევე შეუძლებელია, რომ ოთარ ფარცხალაძის მიმართ გამოვიდეს გამამტყუნებელი განაჩენი. ეს არის საქმე, რომელსაც შეიძლება პირობითად ვუწოდოთ - საქმე მტკიცებულებების გარეშე. შეუძლებელია სამართლებრივი სტანდარტი არსებობდეს მხოლოდ ირიბი მოწმეთა ჩვენებებით. გამომდინარე აქედან, სამართლიანი განხილვის პირობებში, ობიექტური და სამართლიანი სასამართლოს პირობებში ჩვენ ველოდებით, რომ უნდა დადგეს ოთარ ფარცხალაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი. არ აკმაყოფილებს სამართლებრივ სტანდარტს ის საფუძველი, რაც აქვს გამოძიებას. ჩვენი მხრიდან ნებისმიერი სამართლებრივი გზა არის გამოყენებული. უმძიმეს ბრალდებას უყენებს სახელმწიფო ბრალდება, ეს ხომ უნდა დასტურდებოდეს რაიმე სახის არსებითი ხელშესახები მტკიცებულებებით? ნებისმიერი გზა, რომელიც სამართლის ტაძართან მიგვიყვანს, ეს ჩვენი მხრიდან იქნება სამართლებრივად ათვისებული“
გაგი მოსიაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ფარცხალაძის საქმე არსებით განხილვაზე გადავიდა - ადვოკატი ირწმუნება, რომ ბრალდების მოწმეები "ზღაპრებს იგონებენ"წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები