პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე - ლევან ჯანგველაძეს ვიცნობდი, კარგი ურთიერთობა მქონდა - ეს საქმე თავიდან ბოლომდე შეკერილია - ასევე, არანაირი შეხება არ მაქვს ე.წ. ქოლ-ცენტრებთან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე აცხადებს, რომ საქმე თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა შეკერილი. მისი თქმით, მას არანაირი შეხება არ აქვს არც მკვლელობასთან და არც ე.წ. ქოლ-ცენტრებთან, დევნას კი დასავლეთის სანქციებს უკავშირებს.

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე - ლევან ჯანგველაძეს ვიცნობდი, კარგი ურთიერთობა მქონდა - ეს საქმე თავიდან ბოლომდე შეკერილია - ასევე, არანაირი შეხება არ მაქვს ე.წ. ქოლ-ცენტრებთან
ინტერპრესნიუსი

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის განცხადებით, მისი ბრალდების საქმე სიცრუეზეა აგებული.

როგორც ფარცხალაძემ გადაცემა „სპეციალური გამოშვებაში“ განაცხადა, ის ჯანგველაძეს იცნობდა და „კარგი ურთიერთობა ჰქონდათ“.

„უშუალოდ ვინმე, სახელმწიფო მდევნის-მეთქი, ასე არ ვიტყოდი, მაგრამ, ეს საქმე შეკერილია თავიდან ბოლომდე სიცრუეზე. ლევანი ჯანგველაძის მკვლელობაზე მინდა ვისაუბრო. მე მაგ ადამიანს ვიცნობდი, მქონდა ჩემი ურთიერთობა, ვხვდებოდით ხოლმე. კარგი ურთიერთობა მქონდა. დანარჩენი, ბევრს არ ვილაპარაკებ ამ საქმეზე - ყველაფერი სიცრუეზეა აგებული, - განაცხადა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ.

ფარცხალაძე მის წინააღმდეგ სამართლებრივ დევნას საკუთარ საქმიანობას უკავშირებს.

მან ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესთან მის შესაძლო კავშირზე არსებულ ბრალდებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმესთანაც კავშირი არ აქვს.

„ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, რუსეთთან არის დაკავშირებული. ალბათ, ჩემი მოღვაწეობა არ მოსწონთ, პირველი ვის არ მოეწონა - დასავლეთს. მოვხვდი სანქციებში და ამის შემდეგ დაიწყო ყველაფერი. შემდეგ მკვლელობა, შემდეგ მკვლელობას დაამატეს თითქოს ცენტრებში ვიყავი, ეს სისულელეა. არავითარი შეხება არ მქონია არც მკვლელობასთან და არც ქოლ-ცენტრებთან“, - განაცხადა ფარცხალაძემ.

ცნობისთვის, ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, რუსეთთან არის დაკავშირებული. ალბათ, ჩემი მოღვაწეობა არ მოსწონთ, პირველი ვის არ მოეწონა - დასავლეთს. მოვხვდი სანქციებში და ამის შემდეგ დაიწყო ყველაფერი. შემდეგ მკვლელობა, შემდეგ მკვლელობას დაამატეს თითქოს ცენტრებში ვიყავი, ეს სისულელეა. არავითარი შეხება არ მქონია არც მკვლელობასთან და არც ქოლ-ცენტრებთან“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ადვოკატი - სამართლიანი სასამართლოს პირობებში შეუძლებელია, რომ ოთარ ფარცხალაძის მიმართ გამოვიდეს გამამტყუნებელი განაჩენიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები