გივი მიქანაძე: პროფესიული განათლების მასწავლებელთა საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება ხაზს უსვამს, თუ რაოდენ პრიორიტეტულია პროფესიული სასწავლო პროცესის კიდევ უფრო ეფექტიანად წარმართვა
ბათუმში პროფესიული განათლების მასწავლებელთა მესამე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, სადაც გივი მიქანაძემ პროფესიული სასწავლო პროცესისა და სახელმწიფოს სრული დაფინანსების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"პროფესიული განათლება თანამედროვე ეკონომიკური და ტექნოლოგიური ცვლილებების პირობებში", - ბათუმში პროფესიული განათლების მასწავლებელთა მესამე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. მონაწილეებს სიტყვით მიმართა განათლების მინისტრმა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოში მოქმედი სახელმწიფო და კერძო კოლეჯების დირექტორები, პროფესიული განათლების მასწავლებლები, უცხოელი პედაგოგები და ექსპერტები.
გივი მიქანაძემ ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის კიდევ უფრო ეფექტიანად წარმართვისთვის სახელმწიფოს სრული დაფინანსება და მხარდაჭერა.
"ამ კონფერენციის ჩატარება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რაოდენ პრიორიტეტულია სახელმწიფო დონეზე პოლიტიკა იმისა, რომ პროფესიული სასწავლო პროცესი კიდევ უფრო აქტიურად და ეფექტიანად მიმდინარეობდეს, რათა ჩვენი საზოგადოების არაერთ წევრს ჰქონდეს საშუალება, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით და მხარდაჭერით, მიიღოს ის ცოდნა და შეიძინოს ის უნარები, რომელიც მათ კონკრეტული პროფესიების დაუფლებაში ან არსებული უნარების კიდევ უფრო მაღალკვალიფიციურად წარმოჩენაში დაეხმარება", - აცხადებს გივი მიქანაძე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„ამ კონფერენციის ჩატარება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რაოდენ პრიორიტეტულია სახელმწიფო დონეზე პოლიტიკა იმისა, რომ პროფესიული სასწავლო პროცესი კიდევ უფრო აქტიურად და ეფექტიანად მიმდინარეობდეს, რათა ჩვენი საზოგადოების არაერთ წევრს ჰქონდეს საშუალება, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით და მხარდაჭერით, მიიღოს ის ცოდნა და შეიძინოს ის უნარები, რომელიც მათ კონკრეტული პროფესიების დაუფლებაში ან არსებული უნარების კიდევ უფრო მაღალკვალიფიციურად წარმოჩენაში დაეხმარება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…