ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

მიხეილ სააკაშვილი - სასწრაფოდ ჩასაკეტია რუსეთთან საზღვარი და ასაკრძალია რუსების შემოსვლა - შავი ჭირის აქ გავრცელების თავიდან ასაცილებლად

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთთან საზღვრის სასწრაფოდ ჩაკეტვისა და რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის აკრძალვის მოწოდება გაავრცელა. ეს განცხადება მოჰყვა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთში შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის ლაბორანტის გარდაცვალების შესახებ, რომელსაც რუსული უწყებები უარყოფენ.

მიხეილ სააკაშვილი - სასწრაფოდ ჩასაკეტია რუსეთთან საზღვარი და ასაკრძალია რუსების შემოსვლა - შავი ჭირის აქ გავრცელების თავიდან ასაცილებლად
მიხეილ სააკაშვილი - სასწრაფოდ ჩასაკეტია რუსეთთან საზღვარი და ასაკრძალია რუსების შემოსვლა - შავი ჭირის აქ გავრცელების თავიდან ასაცილებლადინტერპრესნიუსი

სასწრაფოდ ჩასაკეტია რუსეთთან საზღვარი და ასაკრძალია რუსების შემოსვლა. შავი ჭირის აქ გავრცელების თავიდან ასაცილებლად! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან თავის „ფეისბუქ” გვერდზე წერს, რომელიც „რუსეთში შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის ლაბორანტის გარდაცვალებას“ ეხმაურება.

მისივე თქმით, ეს არის შავი ჭირის განსაკუთრებით საშიში ფორმა, რომელიც ჰაერით გადაეცემა.

„სასწრაფოდ ჩასაკეტია რუსეთთან საზღვარი და ასაკრძალია რუსების შემოსვლა. შავი ჭირის აქ გავრცელების თავიდან ასაცილებლად!

ეს არის შავი ჭირის განსაკუთრებით საშიში ფორმა, რომელიც ჰაერით გადაეცემა.

„ქოცებო“ ახლა მაინც ნუ ფიქრობთ ფულის კეთებაზე და რუსების უკანალში შეძრომაზე, საკუთარი სიცოცხლეს მაინც გაუფრთხილდით“,- წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ 2 ოქტომბერს, რუსეთის ქალაქ შელეხოვის რაიონულ საავადმყოფოში ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის ლაბორანტი, 28 წლის დარია შიპილოვა, ფილტვისმიერი ჭირით გარდაიცვალა. მისი დაინფიცირების ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, შიპილოვას ჭირის პათოგენის შემცველი სინჯარა შემთხვევით გაუტყდა. რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (“როსპოტრებნადზორი”) გავრცელებულ ცნობებს უარყოფს და აცხადებს, რომ შიპილოვა „დაუდგენელი ეტიოლოგიის პნევმონიით“ გარდაიცვალა და მის ორგანიზმში პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მიკროორგანიზმები არ აღმოჩენილა. ასევე, უწყებაში აღნიშნეს, რომ ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტში პათოგენებთან მუშაობისას ავარია არ მომხდარა.

ამასთან, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ყირგიზეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა, რუსეთში, შავი ჭირის კვლევის ინსტიტუტში ლაბორანტის გარდაცვალების გამო, საზღვრებზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სასწრაფოდ ჩასაკეტია რუსეთთან საზღვარი და ასაკრძალია რუსების შემოსვლა. შავი ჭირის აქ გავრცელების თავიდან ასაცილებლად! ეს არის შავი ჭირის განსაკუთრებით საშიში ფორმა, რომელიც ჰაერით გადაეცემა. „ქოცებო“ ახლა მაინც ნუ ფიქრობთ ფულის კეთებაზე და რუსების უკანალში შეძრომაზე, საკუთარი სიცოცხლეს მაინც გაუფრთხილდით“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.