პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შავ ზღვაში, ოდესასთან, სამოქალაქო გემს რუსული დრონი დაესხა თავს – დაიღუპა ერთი ადამიანი

შავ ზღვაში, ოდესასთან, რუსული დრონის თავდასხმის შედეგად მარშლის კუნძულების დროშით მცურავი სამოქალაქო გემი დაზიანდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა.

შავ ზღვაში, ოდესასთან, სამოქალაქო გემს რუსული დრონი დაესხა თავს – დაიღუპა ერთი ადამიანი
ბათუმელები

ოდესის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის ცნობით, რუსული დრონის თავდასხმის შედეგად, შავ ზღვაში დაზიანდა მარშლის კუნძულების დროშით მცურავი კომერციული გემი, რომელიც რაფსის ზეთით იყო დატვირთული.

რუსული დრონის თავდასხმამ გემზე ხანძარი გამოიწვია, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა.

ჯერჯერობით უცნობია, თავდასხმის შედეგად დაღუპული პირი რომელი ქვეყნის მოქალაქე იყო.

„სამოქალაქო გემებსა და პორტის ინფრასტრუქტურაზე განზრახ დარტყმებით, რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და საფრთხეს უქმნის გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას“, – განაცხადა კიპერმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 6 ოქტომბერს, ღამით რუსულმა დრონებმა ოდესის რეგიონში „უკრაინის შეიარაღებული ძალების“ სამიზნეები დაბომბეს.

ასევე, 3 ოქტომბერს, ოდესის რეგიონის პორტში, რუსეთის ძალებმა ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ კომერციულ გემს შეუტიეს. ერთი მეზღვაური დაიღუპა, ხოლო ეკიპაჟის კიდევ სამი წევრი დაშავდა.

ფოტო არქივიდან. ევროპის პრესფოტო სააგენტო/EPA

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუსეთმა ოდესის ოლქში დაარტყა ლიბერიის დროშით მცურავ გემს, ერთი მეზღვაური დაიღუპა და სამი დაშავდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები