ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

"თამარ ჩერგოლეიშვილს ჩვენ არ ვპასუხობთ. არ მიგვაჩნია საჭიროდ, რომ ვუპასუხოთ" - ლაშა ფარულავა

ნაციონალური მოძრაობალელო

4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორთა მხრიდან დანაშაულის აღიარებამ ოპოზიციურ სპექტრში დაპირისპირება გამოიწვია. თამარ ჩერგოლეიშვილის კრიტიკას გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა და განაცხადა, რომ ისინი მას არ უპასუხებენ. საკუთარი პოზიცია დააფიქსირა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლანა გალდავამაც.

"თამარ ჩერგოლეიშვილს ჩვენ არ ვპასუხობთ. არ მიგვაჩნია საჭიროდ, რომ ვუპასუხოთ" - ლაშა ფარულავა
"თამარ ჩერგოლეიშვილს ჩვენ არ ვპასუხობთ. არ მიგვაჩნია საჭიროდ, რომ ვუპასუხოთ" - ლაშა ფარულავარუსთავი 2

4 ოქტომბრის დამხობის ორგანიზატორთა მხრიდან დანაშაულის აღიარება ახალი დაპირისპირების მიზეზია ოპოზიციაში. ოპოზიციური პარტიების ნაწილი დანაშაულის მონანიებას მიესალმება, ნაწილი კი მსჯავრდებულებს მწვავედ აკრიტიკებს და მათი მხრიდან პრინციპების ღალატსა და უღირს საქციელზე საუბრობს. მათ შორის არის თამარ ჩერგოლეიშვილი.

შექმნილ ვითარებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარტია ჩერგოლეიშვილის განცხადებებზე პასუხის გაცემას საჭიროდ არ თვლის.

"თამარ ჩერგოლეიშვილს ჩვენ არ ვპასუხობთ. არ მიგვაჩნია საჭიროდ, რომ ვუპასუხოთ. მე არ შევალ ურთიერთბრალდებებში, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის, ყველა პოზიციას პატივს ვცემ, თუმცა მე მიმაჩნია სწორედ, თუ ამ შესაძლებლობას პატიმრები გამოიყენებენ." - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

"ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლანა გალდავამ განაცხადა, რომ მათი პოლიტიკური ძალა 4 ოქტომბრის აქციის არც ორგანიზატორი და არც მონაწილე ყოფილა.

"ჩვენ რომ ჩაგვეთვალა მიზანშეწონილად 4 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობა, მაშინ ორგანიზატორებიც ვიქნებოდით და მონაწილეებიც, მაგრამ არც ორგანიზატორები ვყოფილვართ, არც მონაწილეები და ამ პერიოდში მთელი დღის განმავლობაში და საღამოს შემდეგ უკვე, ვიმყოფებოდით საარჩევნო უბნებზე", - განახადა ლანა გალდავამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თამარ ჩერგოლეიშვილს ჩვენ არ ვპასუხობთ. არ მიგვაჩნია საჭიროდ, რომ ვუპასუხოთ. მე არ შევალ ურთიერთბრალდებებში, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის, ყველა პოზიციას პატივს ვცემ, თუმცა მე მიმაჩნია სწორედ, თუ ამ შესაძლებლობას პატიმრები გამოიყენებენ.“
ლაშა ფარულავა
„ჩვენ რომ ჩაგვეთვალა მიზანშეწონილად 4 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობა, მაშინ ორგანიზატორებიც ვიქნებოდით და მონაწილეებიც, მაგრამ არც ორგანიზატორები ვყოფილვართ, არც მონაწილეები და ამ პერიოდში მთელი დღის განმავლობაში და საღამოს შემდეგ უკვე, ვიმყოფებოდით საარჩევნო უბნებზე“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.