შეცდომების გააზრებაში პრობლემას ვერ ვხედავთ. მურთაზ ზოდელავას განცხადება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის იყო ამ კამპანიის გამორჩეული ლიდერი და პასუხისმგებლობა აიღო - ლაშა ფარულავა
4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დანაშაული აღიარეს და საპროცესო შეთანხმებით ციხე დატოვეს, რასაც „ენმ-ის“ წევრი ლაშა ფარულავა მიესალმა.

4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორები მურთაზ ზოდელევა და ლაშა ბერიძე თავისუფლები არიან. მათ ციხე დღეს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვეს. მსჯავრდებულებმა დანაშაული აღიარეს და მოინანიეს. საპროცესო შეთანხმებით რამდენიმე დღეში გათავისუფლდებიან ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, ზურაბ ჭავჭანიძე, ანტონ ვარდანიძე და ნანა სანდერი.
"ნაციონალურ მოძრაობაში" მურთაზ ზოდელავას მიერ პასუხისმგებლობის აღებასა და შეცდომების გააზრებას მნიშვნელოვნად აფასებენ. პარტიის მმართველი საბჭოს წევრის ლაშა ფარულავას თქმით, ზოდელავა კამპანიის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი იყო და მის ამ განცხადებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მიესალმება.
"შეცდომების გააზრებაში ჩვენ პრობლემას ვერ ვხედავთ. მურთაზ ზოდელავას ეს განცხადება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის იყო ამ კამპანიის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი და ეს პასუხისმგებლობა მან აიღო. მხოლოდ მივესალმებით ამას", - აცხადებს პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა.
ავტორი: ნანა გოგატაძე
ციტატები სტატიიდან
„შეცდომების გააზრებაში ჩვენ პრობლემას ვერ ვხედავთ. მურთაზ ზოდელავას ეს განცხადება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის იყო ამ კამპანიის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი და ეს პასუხისმგებლობა მან აიღო. მხოლოდ მივესალმებით ამას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…