ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს უმასპინძლა
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს საქართველოში, უილიამ მასოლინს, უმასპინძლა. მხარეებმა მიმოიხილეს თანამშრომლობის პროექტები და სამუშაო შეხვედრაზე ახალი ინიციატივები განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი დაესწרו „ინგლისური სამართლის ფორუმსაც“.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს საქართველოში, უილიამ მასოლინს, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და ევროპის საბჭოს ოფისს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები მიმოიხილეს. მხარეებმა ასევე გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ მუშაობა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და ახალი ინიციატივების განხორციელების მიმართულებით.
ასოციაციაში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი ასევე დაესწრო „ინგლისური სამართლის ფორუმს“, რომელსაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ უმასპინძლა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.