ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე გააძევეს, რომლებსაც ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე საქართველოდან გააძევესიმედინიუსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: იორდანიის, ინდოეთის, ეგვიპტის, ლიბანის, ალჟირის, ფილიპინების, სომხეთის, უზბეკეთის, თურქეთის, რუსეთის, ჩინეთის, აზერბაიჯანის, ყირგიზეთის, ერაყის, კენიის, ნეპალის, ნიგერიის, ტაილანდის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 107 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

მიმდინარე წელს, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვეყნიდან გაძევებულია 3300-მდე პირი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 50 მოქალაქე დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები