პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარკო რუბიო - უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები რუსეთისთვისაც მისაღები უნდა იყოს

ნატო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ უკრაინისთვის ომის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიები რუსეთისთვისაც მისაღები უნდა იყოს, რათა ამ მექანიზმმა იმუშაოს.

მარკო რუბიო - უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები რუსეთისთვისაც მისაღები უნდა იყოს
ინტერპრესნიუსი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინისთვის ომის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიები რუსეთისთვისაც მისაღები უნდა იყოს.

„არ მგონია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე საბოლოო, კონკრეტული გეგმა გვქონდეს ჩამოყალიბებული. ვფიქრობ, განიხილებოდა კონცეფციები იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს უსაფრთხოების გარანტიები კონფლიქტის დასრულების შემდეგ. ეს თემა იმიტომაც რჩება მუდმივად ყურადღების ცენტრში, რომ, ჩემი აზრით, ის გადამწყვეტი იქნება ომის საბოლოოდ დასასრულებლად. აუცილებელია იმის გააზრება, რომ ომის შემდეგ უკრაინა თავს უსაფრთხოდ იგრძნობს და, ცხადია, იმისთვის, რომ იმუშაოს, საჭიროა, მას რუსეთიც ეთანხმებოდეს”, - განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს, როდესაც მას ჰკითხეს, განიხილავს თუ არა ვაშინგტონი უკრაინისთვის ნატო-ს ტიპის უსაფრთხოების გარანტიებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიები გადამწყვეტი იქნება იმისთვის, რომ კიევმა პოტენციური სამშვიდობო შეთანხმება მიიღოს.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა შეერთებულმა შტატებმა ასეთი გარანტიები ხელშეკრულების სახით გააფორმოს, რუბიომ უპასუხა, რომ “შესაძლებელია”.

“შესაძლოა, თუმცა არ ვიცი, განგვიხილავს თუ არა ეს საკითხი ასე დეტალურაად”, - აღნიშნა რუბიომ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობომარკო რუბიო: უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები რუსეთისთვისაც მისაღები უნდა იყოს
  2. UNIAN · Telegramნეიტრალურიუკრაინამ შეიძლება მიიღოს მხოლოდ ისეთი უსაფრთხოების გარანტიები, რომლებსაც რუსეთიც დათანხმდება, — რუბიო
  3. POSTVსამთავრობომარკო რუბიო: „უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები რუსეთისთვისაც მისაღები უნდა იყოს“
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შესაძლოა, თუმცა არ ვიცი, განგვიხილავს თუ არა ეს საკითხი ასე დეტალურაად“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მარკო რუბიო: უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები რუსეთისთვისაც მისაღები უნდა იყოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები