პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსეთის დაზვერვის ქსელის ხუთ წევრს ტერორიზმის დაფინანსებისა და მკვლელობების დაგეგმვისთვის ბრალი წაუყენა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსეთის სადაზვერვო სამსახურების დავალებით მოქმედი ქსელის ხუთ წევრს - იური ხრამეევს, კირილ ხრამეევს, ოემის რომაგოსა დურუთის, იაიდელ დელგადო სუარესსა და ანხელ ედუარდო კასტროს - ტერორიზმის დაფინანსებისა და მკვლელობების დაგეგმვისთვის ბრალი წაუყენა. აშშ-ის გენერალური პროკურორის, ტოდ ბლანშის განცხადებით, შეთქმულება ვაშინგტონში მყოფი რუსი დისიდენტის მკვლელობას ითვალისწინებდა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსეთის დაზვერვის ქსელის ხუთ წევრს ტერორიზმის დაფინანსებისა და მკვლელობების დაგეგმვისთვის ბრალი წაუყენა
ინტერპრესნიუსი

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსეთის დაზვერვის ქსელის ხუთ წევრს ტერორიზმის დაფინანსებისა და მკვლელობების დაგეგმვისთვის ბრალი წაუყენა, - ამის შესახებ დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ხუთი პირი, რომლებიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურების დავალებით მოქმედებენ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის აშშ-ში, თავდასხმებისა და მკვლელობების განხორციელებას გეგმავდნენ.

იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალდება რუსეთის მოქალაქეებს იური ხრამეევსა და მის შვილს კირილ ხრამეევს, კუბის მოქალაქეებს ოემის რომაგოსა დურუთის და იაიდელ დელგადო სუარესს, ასევე, ვენესუელის მოქალაქეს ანხელ ედუარდო კასტროს წაუყენა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ბრალდებულები ამ დრომდე მიმალვაში რჩებიან.

დეპარტამენტის საბრალდებო დასკვნის თანახმად, აღნიშნული ქსელი აშშ-ისა და სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე ადამიანებს სათვალთვალო ოპერაციებისთვის ან მკვლელობების შესასრულებლად თანხებს უხდიდა ან მათ დაქირავებას ცდილობდა.

ასევე, რუსეთის დაზვერვის ქსელი თანამზრახველებს ავალებდა, რომ უკრაინის მოკავშირე ევროპის ქვეყნებში სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ტერორისტული აქტები განეხორციელებინათ.

დეპარტამენტის განცხადების თანახმად, რუსეთის დაზვერვის ქსელი დაქირავებული პირების მეშვეობით აშშ-ისა და ლიეტუვაში რუს დისიდენტებს უთვალთვალებდა.

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, ტოდ ბლანშმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ში რუსი დისიდენტის მკვლელობა იგეგმებოდა.

„შეთქმულება რუსი დისიდენტის მკვლელობას ითვალისწინებდა, რომელიც გამოძიების ვერსიით, ვაშინგტონში იმყოფებოდა“, - აღნიშნა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიაშშ რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებს ადანაშაულებს მკვლელობების მომზადებაში
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კასპაროვი ადასტურებს, რომ აშშ-ის სპეცსამსახურებმა მისი ლიკვიდაციის გეგმის შესახებ გააფრთხილესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები