ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიტექნოლოგიებისტატია

Gemini Pro უფასოდ ხელმისაწვდომი აღარ იქნება - რა ცვლილებები დააანონსა Google-მა?

Google-მა ხელოვნური ინტელექტის მოდელების სააბონენტო პირობები შეცვალა და Gemini Pro ვერსიაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა. ახალი წესების თანახმად, Pro ვერსია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ AI Pro-ს და უფრო ძვირდადღირებული პაკეტების გამომწერებისთვის, ხოლო უფასო მომხმარებლებს შეზღუდვები შეეხებათ.

Gemini Pro უფასოდ ხელმისაწვდომი აღარ იქნება - რა ცვლილებები დააანონსა Google-მა?
Gemini Pro უფასოდ ხელმისაწვდომი აღარ იქნება - რა ცვლილებები დააანონსა Google-მა?BM.GE

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Google-მა ხელოვნური ინტელექტის მოდელების სააბონენტო პირობები მკვეთრად შეცვალა და Pro ვერსიაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა.

როგორც ირკვევა, კომპანია Gemini Pro-ზე წვდომას შეუნარჩუნებს მხოლოდ AI Pro-ს გამომწერებს და უფრო ძვირდადღირებული პაკეტების მფლობელებს. ინფორმაციისთვის, AI Pro-ს საფასური $19.99-ს შეადგენს.

მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, $9.99-იანი AI Plus ტარიფის მომხმარებლები და უფასო ანგარიშების მფლობელები Pro მოდელით სარგებლობას ვეღარ შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ Google-მა უფასო ანგარიშებს მსუბუქი Gemini Flash-ით სარგებლობის უფლებაც ჩამოართვა. ადამიანებს, რომლებიც არავითარ საფასურს არ გადაიხდიან, მხოლოდ დაბალი წარმადობის Gemini Flash-Lite მოდელზე ექნებათ წვდომა.

კომპანია უფასო მომხმარებლებისთვის ახალი შეზღუდვების ამოქმედებას 9 ოქტომბრიდან გეგმავს, ფასიანი პაკეტების მფლობელებს კი Google-ი დეტალურ განრიგს ელექტრონული ფოსტით მიაწვდის.

აღსანიშნავია, რომ AI Pro-სა და $99.99-იანი AI Ultra-ს აბონენტებისთვის ტექ-გიგანტმა Deep Think ინოვაციური ფუნქციაც გახადა ხელმისაწვდომი. ინფორმაციისთვის, ეს ტექნოლოგია კომპლექსური ანალიზის ჩასატარებლად ერთდროულად რამდენიმე მოწინავე მოდელს იყენებს.

როგორც მედია წერს, Google-ი ამ ნაბიჯით მიზნად მაღალტარიფიან პაკეტებზე მომხმარებელთა გადაყვანას ისახავს. საქმე ეხება კომპანიის მიერ 30 სექტემბერს წარდგენილ ახალ ფლაგმანურ მოდელ Gemini 4 Argon-ს, რომელიც უზარმაზარ გამოთვლით რესურსს მოითხოვს.

ცნობისთვის, Google-მა Gemini 3.1 Pro გასულ თებერვალში გამოუშვა. ამ მოვლენიდან 7 თვის შემდეგ კი კომპანიამ უმაღლესი დონის მოდელი Gemini 4 Argon წარადგინა.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.