ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

Google-ი ახალი ფლაგმანური მოდელის, Gemini 4-ის გამოშვებისთვის ემზადება

Google-ი ხელოვნური ინტელექტის ახალ ფლაგმანურ მოდელზე, Gemini 4-ზე მუშაობას აჩქარებს და მისი გამოშვების ვადას 2026 წლის ბოლოდან ადრეულ პერიოდზე წევს. კონკურენციის ფონზე, რომელსაც OpenAI და Anthropic ზრდიან, კომპანია ცდილობს მომხმარებელს პროდუქტი უმოკლეს ვადაში შესთავაზოს.

Google-ი ახალი ფლაგმანური მოდელის, Gemini 4-ის გამოშვებისთვის ემზადება
Google-ი ახალი ფლაგმანური მოდელის, Gemini 4-ის გამოშვებისთვის ემზადებაBM.GE

Google-მა ხელოვნური ინტელექტის მომდევნო ფლაგმანურ მოდელზე, Gemini 4-ზე მუშაობა ოფიციალურად დააჩქარა. გამოცემა The Information-ის მიერ გავრცელებული ცნობით, კომპანიამ პროდუქტის საჯარო სივრცეში გამოჩენის ვადა 2026 წლის ბოლოდან გაცილებით ადრეულ პერიოდამდე გადმოსწია.

Google DeepMind-ის ტექნოლოგიური დირექტორის, კორაი კავუკჩუოღლუს განცხადებით, დეველოპერული ჯგუფის მიერ სისტემის პირველადმა ტესტირებამ საკმაოდ იმედის მომცემი შედეგები დადო. შესაბამისად, ხელმძღვანელობა მიზნად მომხმარებლებისთვის მოდელის საწყისი ვერსიის უმოკლეს ვადაში შეთავაზებას ისახავს. საყურადღებოა, რომ კომპანიაში კონკრეტული თარიღის დასახელებისაგან ჯერ თავს იკავენებ.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Gemini 4 ამჟამად გადის წვრთნის შემდგომი დახვეწის იმ ეტაპს, რომლის ფარგლებშიც სპეციალისტები სისტემის ლოგიკურ აზროვნებას, საიმედოობასა და წარმადობას ცდიან და აუმჯობესებენ. დამატებითი სწავლებისა და შეფასების საფუძველზე ინჟინრები პროგრამის ტექნიკურ შესაძლებლობებს სრულყოფილ სახეს მისცემენ.

აღსანიშნავია, რომ ვიდრე Google-ი Gemini 4-ის გამოშვებაზე მუშაობს, ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში კონკურენცია მკვეთრად მწვავდება. OpenAI-ი, Anthropic-ი და სხვა მოწინავე ტექნოლოგიური კომპანიები საკუთარ შესაძლებლობებს მუდმივად აფართოებენ. გასულ კვირას სტარტაპებმა ბიუჯეტური მოდელები, Opus 5.5 და ChatGPT Sol-ი და Luna გამოუშვეს. როგორც the Information-ი წერს, ეს გარემოება Google-ზე წნეხს ზრდის, რადგან ამერიკული გიგანტი სწრაფად ცვალებად ბაზარზე საკუთარი პოზიციების დაკარგვის რისკის წინაშე დგება.

ცნობისთვის, Google-მა მულტიმოდალური ხელოვნური ინტელექტის პირველი თაობის მოდელი Gemini საჯაროდ 2023 წლის მიწურულს წარადგინა. ამჟამად კი ყველაზე ბოლო ვერსია Gemini 3.8 არის.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.