ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

ნატოს სარდალი წარადგენს „გამარჯვების თეორიას“ რუსეთის შესაძლო თავდასხმის შემთხვევისთვის

ნატო

ნატოს სარდლობამ რუსეთის შესაძლო თავდასხმისთვის გამარჯვების თეორია წარადგინა, რომელიც მიზნად ისახავს ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის გეგმების განმტკიცებას.

ნატოს სარდალი წარადგენს „გამარჯვების თეორიას“ რუსეთის შესაძლო თავდასხმის შემთხვევისთვის
ნატოს სარდალი წარადგენს „გამარჯვების თეორიას“ რუსეთის შესაძლო თავდასხმის შემთხვევისთვისრადიო თავისუფლება

ამის შესახებ ორშაბათს მისმა პრესსპიკერმა განაცხადა.

„ევროპის მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდლის გამარჯვების თეორია მარტივია: შევინარჩუნოთ ნატოს უპირატესობა, რაც შეესაბამება და ეფუძნება ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის გეგმებს", – თქვა ამერიკელი გენერლის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მარტინ ო’დონელმა.

„თუმცა გლობალური უსაფრთხოების არასტაბილური და რთული გარემოს გათვალისწინებით, ჩვენ ახლავე უნდა შევქმნათ პირობები აგრესიის შესაკავებლად და, საჭიროების შემთხვევაში, თავდასხმისას, გამარჯვების მიზნით", – განაცხადა ო’დონელმა და აღნიშნა, რომ ეს თეორია სწორედ ამის განსახორციელებლად ქმნის ჩარჩოს.

მან თქვა, რომ გრინკევიჩი თავის იდეებზე მომავალ ორშაბათს ვარშავაში ისაუბრებს, უსაფრთხოების კონფერენციაზე.

ნატოს უმაღლესი სამხედრო სარდლის ეს ნაბიჯი იდგმება იმ ფონზე, როდესაც ნატო ცდილობს, მოსკოვს მიაწოდოს გზავნილი უკრაინის მხარდამჭერების წინააღმდეგ დივერსიებისა და ჩარევის, როგორც დასავლელი ოფიციალური პირები ამბობენ, „ჰიბრიდული“ კამპანიის შეჩერების შესახებ.

ბოლო თვეების განმავლობაში გაიზარდა შიში, რომ კრემლი აძლიერებს თავის მოქმედებებს ისეთი ხმაურიანი ინციდენტების შემდეგ, როგორიცაა გერმანიის აეროპორტში ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონის აღმოჩენა.

ნატო, ტრადიციულად, საგულდაგულოდ ინახავს თავის თავდაცვით გეგმებს რუსეთის ნებისმიერი თავდასხმის მოგერიებასთან დაკავშირებით.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ევროპის მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდლის გამარჯვების თეორია მარტივია: შევინარჩუნოთ ნატოს უპირატესობა, რაც შეესაბამება და ეფუძნება ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის გეგმებს“
მარტინ ო’დონელი
„თუმცა გლობალური უსაფრთხოების არასტაბილური და რთული გარემოს გათვალისწინებით, ჩვენ ახლავე უნდა შევქმნათ პირობები აგრესიის შესაკავებლად და, საჭიროების შემთხვევაში, თავდასხმისას, გამარჯვების მიზნით“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.