პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით 157 მილიონი ევრო გამოუყო

ევროკომისიამ მოლდოვას ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში დამატებით 157 მილიონი ევრო გამოუყო.

ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით 157 მილიონი ევრო გამოუყო
ფორმულა

ევროკავშირის ეკონომიკური "ზრდის გეგმის" ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით 157 მილიონი ევრო გამოუყო.

თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება EU-მოლდოვის ასოცირების საბჭოს მეათე სხდომაზე გამოცხადდა.

ევროკომისიის ინფორმაციით, ეს "ზრდის გეგმის" პროგრამის ფარგლებში მოლდოვისთვის რიგით მესამე გადარიცხვაა.

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა განაცხადა, რომ მოლდოვასთან უახლოეს მომავალში გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერის გახსნა იგეგმება.

" მოლდოვამ ამ თანხის მისაღებად მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა, შესაბამისად, დაფინანსება კონკრეტული პირობების შესრულებაზეა დამოკიდებული. ახლა კი ჩვენი ძალისხმევა უნდა გავაძლიეროთ, რათა "ზრდის გეგმამ" რეალური და ხელშესახები ცვლილებები მოიტანოს.

ჩვენ უკვე გავხსენით მოლაპარაკებების ორი კლასტერი და უახლოეს მომავალში კიდევ ორის გახსნას ვგეგმავთ...

რეფორმები ყველა მიმართულებით მიმდინარეობს. სასამართლო რეფორმა და კანონის უზენაესობის განმტკიცება ჩვენს მთავარ პრიორიტეტებს შორისაა. მეორე მხრივ, ჩვენ ვმუშაობთ მოლდოვის ეკონომიკის ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე", - აღნიშნა კოსმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ტაბულაოპოზიციურირეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მოლდოვა შთამბეჭდავი ტემპით მიიწევს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ - მარტა კოსიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები