„მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს“ – პროკურატურა
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ ჩადენილი დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართეს პროკურატურას. ისინი ადრე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დამნაშავედ იქნენ ცნობილი და 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

„სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტებზე მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შესაბამისი განცხადებებით მომართეს“ – ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს ინფორმაციას.
უწყების ცნობით, ბრალდების მხარის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გადაწყვეტილების მიღებისთანავე ეცნობება საზოგადოებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე დამნაშავედ იქნენ ცნობილი წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ განსაზღვრული.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაპროკურატურა – მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართეს
პროკურატურა ადასტურებს, "პირველების" ინფორმაციას, რომ მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძე საპროცესო გარიგების შუამდგომლობით მიმართეს
პროკურატურა: მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე განცხადებებით მომართეს
მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…