პროკურატურა – მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართეს
პროკურატურის ცნობით, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობისა და სხვა ბრალდებებით მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ ჩადენილი დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართეს.

სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტებზე მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შესაბამისი განცხადებებით მომართეს. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს ინფორმაციას.
უწყების ცნობით, ბრალდების მხარის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გადაწყვეტილების მიღებისთანავე ეცნობება საზოგადოებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე დამნაშავედ იქნენ ცნობილი წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ განსაზღვრული.
მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპროცესო შეთანხმების თაობაზე დღევანდელ სასამართლო პროცესზე თავად განაცხადეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.