მათი არჩევანია, მოინანიონ ეს დანაშაული და ნამდვილად არავის არ აქვს უფლება, რომ ადამიანის სინანული გააკრიტიკოს - ნინო წილოსანი ზოდელავასა და ბერიძეზე
მმართველ გუნდში მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის მიერ დანაშაულის აღიარებასა და საპროცესო შეთანხმების მოთხოვნას აფასებენ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, ეს ფაქტი ადასტურებს, რომ საქმე პოლიტიკურ პატიმრებთან არ გვაქვს და არავის აქვს უფლება ადამიანის სინანული გააკრიტიკოს.

მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძის დანაშაულის აღიარება და საპროცესო შეთანხმების მოთხოვნა კვლავ შეფასებების საგანია მართველ გუნდში. უმრავლესობის შეფასებით, მსჯავრდებულები ერთი წლის წინ საგარეო დაკვეთითა და ეროვნული ინტერესების საზიანოდ მოქმედებდნენ. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ დადასტურებული ძალადობრივი ქმედებების გამო, ევროსტრუქტურებიდან ამ დრომდე ელოდებიან ბოდიშს და რეზოლუციების უკან წაღებას.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, მათი არჩევანია, მოინანიონ დანაშაული და არავის აქვს უფლება, რომ ადამიანის სინანული გააკრიტიკოს.
"მას შემდეგ, რაც ნახეს, რომ გარედან შველას აღარ უნდა ელოდონ, მიიღეს რაციონალური გადაწყვეტილება და მიმართეს პროკურატურას შეთანხმებაზე. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი თავად აღიარებენ ამ ბრალს და მეორე, ის, რომ არანაირ პოლიტიკურ პატიმრებთან საქმე არ გვაქვს.
მათი არჩევანია, მოინანიონ ეს დანაშაული და ნამდვილად არავის არ აქვს უფლება, რომ ადამიანის სინანული გააკრიტიკოს, თუ არ ჩავლით ისეთ რადიკალებს, რომლებიც ახლა ამ შეთანხმების და შეწყალების გამო აკრიტიკებენ ადამიანებს", - განაცხადა ნინო წილოსანმა.
შეგახსენებთ, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე მსჯვარდებულები არიან სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის, ასევე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტებზე და მათ 7-7 წლით პატიმრობა აქვთ მისჯილი.
2025 წლის 4 ოქტომბრის აქციის შემდეგ, კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის მცდელობისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით 60-ზე მეტი პირი დააკავეს. 25-მა მათგანმა აღიარებისა და, მონანიების შემდეგ, სასჯელაღსრულების დაწესებულება პროკურატურასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვა. საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე პროკურატურისთვის მიმართვას გეგმავს კიდევ ორი მსჯავრდებული - ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია.
ციტატები სტატიიდან
„მას შემდეგ, რაც ნახეს, რომ გარედან შველას აღარ უნდა ელოდონ, მიიღეს რაციონალური გადაწყვეტილება და მიმართეს პროკურატურას შეთანხმებაზე. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი თავად აღიარებენ ამ ბრალს და მეორე, ის, რომ არანაირ პოლიტიკურ პატიმრებთან საქმე არ გვაქვს. მათი არჩევანია, მოინანიონ ეს დანაშაული და ნამდვილად არავის არ აქვს უფლება, რომ ადამიანის სინანული გააკრიტიკოს, თუ არ ჩავლით ისეთ რადიკალებს, რომლებიც ახლა ამ შეთანხმების და შეწყალების გამო აკრიტიკებენ ადამიანებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.