"გალტ ენდ თაგარტი" თვის განახლებულ ეკონომიკურ მიმოხილვას აქვეყნებს - ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს რეალური მშპ-ს ზრდის პროგნოზი 7.5%-ია
ორგანიზაცია "გალტ ენდ თაგარტი" განახლებულ ეკონომიკურ მიმოხილვას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს რეალური მშპ-ს ზრდის პროგნოზი 7.5%-ია. ანგარიშში ასევე საუბარია ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე და გაცვლითი კურსის სტაბილიზაციაზე.

"გალტ ენდ თაგარტი" თვის განახლებულ ეკონომიკურ მიმოხილვას აქვეყნებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს რეალური მშპ-ს ზრდის პროგნოზი 7.5%-ია. მომდევნო თვეებში კი გაცვლითი კურსი კიდევ უფრო დასტაბილურდება. დოკუმენტის მიხედვით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2026 წლის აგვისტოში წლიურად 8.8%-ით გაიზარდა და 695 მილიონი დოლარია.
"ტურიზმის შემოსავლები პანდემიის შემდგომ სწრაფად აღდგა, 2022 წელს უკვე 2019 წლის დონეს გადააჭარბა და შემდგომ წლებში ჩვენ ვხედავთ მზარდ დინამიკას. მიმდინარე წლის 8 თვეში ჩვენი შეფასებით, ტურიზმის შემოსავლებმა 3.2 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც 1.6%-იანი ზრდა არის. საკმაოდ კარგი ტენდენცია დაფიქსირდა ივლისსა და აგვისტოში, ჩვენი შეფასებით წლიურად ტურიზმის შემოსავლები ივლისში 7.1%-ით გაიზარდა და აგვისტოში 8.8%-ით. რეკორდული მაჩვენებელი იყო აგვისტოში 695 მილიონი დოლარი, ეს არის ჩვენი შეფასება. პროგნოზი არის ის, რომ ტურიზმის შემოსავლები მიმდინარე წელს 4.9 მილიარდ ამერიკულ დოლარს მიაღწევს", - განაცხადა "გალტ ენდ თაგარტის" მთავარმა ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ.
ციტატები სტატიიდან
„ტურიზმის შემოსავლები პანდემიის შემდგომ სწრაფად აღდგა, 2022 წელს უკვე 2019 წლის დონეს გადააჭარბა და შემდგომ წლებში ჩვენ ვხედავთ მზარდ დინამიკას. მიმდინარე წლის 8 თვეში ჩვენი შეფასებით, ტურიზმის შემოსავლებმა 3.2 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც 1.6%-იანი ზრდა არის. საკმაოდ კარგი ტენდენცია დაფიქსირდა ივლისსა და აგვისტოში, ჩვენი შეფასებით წლიურად ტურიზმის შემოსავლები ივლისში 7.1%-ით გაიზარდა და აგვისტოში 8.8%-ით. რეკორდული მაჩვენებელი იყო აგვისტოში 695 მილიონი დოლარი, ეს არის ჩვენი შეფასება. პროგნოზი არის ის, რომ ტურიზმის შემოსავლები მიმდინარე წელს 4.9 მილიარდ ამერიკულ დოლარს მიაღწევს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.