პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლა-მანშის სრუტეში, ბრიტანეთისკენ მიმავალ, მიგრანტებით სავსე ნავში ორი კაცი მოკვდა

ლა-მანშის სრუტეში, ბრიტანეთის მიმართულებით მიმავალ მიგრანტების ნავზე ორი მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო ორი ქალი დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცავებმა მომხდარზე გამოძიება დაიწყეს.

ლა-მანშის სრუტეში, ბრიტანეთისკენ მიმავალ, მიგრანტებით სავსე ნავში ორი კაცი მოკვდა
რადიო თავისუფლება

სანაპირო დაცვამ ნავს დახმარება გაუწია. ოპერაციის დროს ორი კაცი გარდაიცვალა, - იტყობინება Reuters-ი საფრანგეთის ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით.

ორივეს გულ-სასუნთქი ორგანოების შეტევა ჰქონდა, როცა სანაპირო დაცვამ ნავის სამაშველო ოპერაცია დაიწყო, მოგვიანებით კი მაშველებმა ისინი გარდაცვლილად გამოაცხადეს, — ნათქვამია ლა-მანშისა და ჩრდილოეთის ზღვის პრეფექტის ოფისის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ამავე ინციდენტის დროს ორი ქალი სხეულის დიდი ნაწილის დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბულონ-სურ-მერის პროკურატურამ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო. გაზეთ „La Voix du Nord“-ის ცნობით, ორივე ქალის დამწვრობა მიუთითებს იმაზე, რომ საწვავი ზღვის წყალს შეერია.

გასულ კვირას ლა-მანშის სრუტის გადაკვეთის მცდელობისას უკვე დაიღუპა სამი ადამიანი.

ბოლო ინციდენტის გათვალისწინებით, წლის დასაწყისიდან დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა, როგორც ეს საინფორმაციო სააგენტო AFP-ის მიერ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საბერძნეთის კუნძულ კრეტასთან ახლოს მცურავ ნავში 12 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები