ლოს-ანჯელესში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ლოს-ანჯელესში, ჩატსვორთის მახლობლად, მედიასაშუალების ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავარიამ ხანძარი გამოიწვია, რომელიც ამჟამად ლიკვიდირებულია. CNN-ის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე.

ლოს-ანჯელესში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
CNN-ის ინფორმაციით, ვერტმფრენი ლოს-ანჯელესის ცენტრიდან დაახლოებით 25 მილის დაშორებით, ჩატსვორთში ჩამოვარდა.
ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტის განცხადებით, სამი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ვერტმფრენში.
როგორც CNN-ი წერს, ვერტმფრენი ერთ-ერთ მედიასაშუალებას ეკუთვნოდა.
ვერტმფრენი ავტომობილებისა და სატვირთო კონტეინერების მახლობლად ჩამოვარდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.