შარტავას ქუჩაზე დავით წოწკოლაურის მკვლელობაში ბრალდებული ორივე პირი, ლუკა პაპკიაური და რომან კალერჯიანი კვლავ პატიმრობაში რჩებიან
თბილისის საქალაქო სასამართლომ შარტავას ქუჩაზე დავით წოწკოლაურის განზრახ მკვლელობაში ჯგუფურად და განსაკუთრებული სისასტიკით ბრალდებულ ლუკა პაპკიაურს და რომან კალერჯიანს პატიმრობა დაუტოვა და საქმე არსებითად განსახილველად გადასცა.

შარტავას ქუჩაზე დავით წოწკოლაურის მკვლელობაში ბრალდებული ორივე პირი, ლუკა პაპკიაური და რომან კალერჯიანი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა კალიჩენკომ მიიღო. მან დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადასინჯა და ძალაში დატოვა.
მოსამართლის გადაწყვეტილებითვე, საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.
ცნობისთვის, ბრალდების თანახმად, ბრალდებულმა, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადეს დავით წოწკოლაურზე და სხეულის სხვადასხვა არეში დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად, წოწკოლაურო შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ და "მ"ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.