ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

Reuters - აშშ ისრაელისთვის 2.8 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვას გეგმავს

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით, აშშ ისრაელისთვის 2.8 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვას გეგმავს. პაკეტში შედის ათობით ათასი ბომბი, მათ შორის MK 84 ტიპის 20 ათასი და BLU-117 ტიპის 20 ათასი ბომბი.

Reuters - აშშ ისრაელისთვის 2.8 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვას გეგმავს
Reuters - აშშ ისრაელისთვის 2.8 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვას გეგმავსინტერპრესნიუსი

აშშ ისრაელისთვის 2.8 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, რომელიც ანონიმურად დარჩა, პაკეტში დიდი გამანადგურებელი ძალის “ათობით ათასი ბომბი” შევა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, დაგეგმილი მიყიდვა, რომლის შესახებაც არაოფიციალურად შეატყობინეს კონგრესის შესაბამის კომიტეტებს, რომლებიც იარაღის მიყიდვაზე დიდი კონტრაქტების საკითხებს განიხილავენ, მოიცავს MK 84 ტიპის 20 ათას ბომბას და BLU-117 ტიპის 20 ათას ბომბას.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.