ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

Reuters - აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადასაცემად განკუთვნილ სამხედრო პაკეტში Patriot-ის ტიპის რაკეტები არ იქნება

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილ 400 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტში Patriot-ის ტიპის რაკეტები არ იქნება, მიუხედავად კიევის თხოვნისა.

Reuters - აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადასაცემად განკუთვნილ სამხედრო პაკეტში Patriot-ის ტიპის რაკეტები არ იქნება
Reuters - აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადასაცემად განკუთვნილ სამხედრო პაკეტში Patriot-ის ტიპის რაკეტები არ იქნებაინტერპრესნიუსი

აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადასაცემად განკუთვნილ სამხედრო პაკეტში Patriot-ის ტიპის რაკეტები არ იქნება, - ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ იურიდიული ვალდებულება აიღო, რომ სრულად დახარჯავს 400 მილიონ დოლარს, რომელიც გასულ წელს აშშ-ის კონგრესმა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დაამტკიცა.

თუმცა, წყაროების თქმით, კიევის თხოვნის მიუხედავად, სამხედრო პაკეტში Patriot-ის სისტემის რაკეტები არ შევა.

ასევე, წყაროების განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციამ აღნიშნული 400 მილიონი დოლარიდან 307 მილიონის კონტრაქტები უკვე გააფორმა, ხოლო დარჩენილი 93 მილიონის დამტკიცება 30 სექტემბრამდე იგეგმება.

უკრაინისთვის თავდასხმითი იარაღისა და სხვა აღჭურვილობის მიწოდება მიმდინარე თვეში დაიწყო, ხოლო დარჩენილი შეიარაღების მიწოდება შეიძლება 2029 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდეს.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.